2011 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღსალოსნების" მეტოქემ, ინგლისის ნაკრებმა ნოემბრის თესტებისთვის მოსამზადებელი ერთკვირიანი შეკრება დაასრულა...

2011 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღსალოსნების" მეტოქემ, ინგლისის ნაკრებმა ნოემბრის თესტებისთვის მოსამზადებელი ერთკვირიანი შეკრება დაასრულა.

"პომების" მთავარ მწვრთნელ მარტინ ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი თავკაცობის პერიოდში დღესდღეეობით საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი.

"ძალიან საინტერესო საწვრთნელი შეკრება გამოვიდა. მოთამაშეები საკმაოდ კონკურენტუნარიანნი არიან. თითოეულ მათგანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რასთან აქვს საქმე და პასუხისმგებლობით ეკიდებიან მწვრთნელების მითითებებს.

ძალიან გამიჭირდა იმ 32 მორაგბის შერჩევა, ვისაც, სავარაუდოდ, მსოფლიო თასზე თამაშის საშუალებას მივცემ. სამწუხაროდ, მათ შორის ბევრი ღირსეული, დამსხურებული მორაგბე ვერ მოხვდა. მაგალითად, გუნდის ყოფილი კაპიტანი სტივენ ბორტვიკი და ლი მეარსი.

არიან ისეთი მოთამაშებიც, რომლებიც ტრავმების შემდეგ მოედანს დაუბრუნდნენ და "პომებში" თამაშზე პრეტენზია აქვთ. ასეთები არიან ტომ რისი, ენდი სოლი და ტომ ვუდი.

მორაგბეები "მშივრები" არიან. მათ ნაკრებში თამაში უნდათ. საამისოდ ყველაფრისთვის მზად არიან. ვაღიარებ, რომ რაც ნაკრებს ვწვრთნი, ასეთი კარგი გუნდი არასდროს მყოლია.

ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე გასამგზავრებელი გუნდის აშენებას განვაგრძობთ. იმ დროისთვის ფორმის პიკს უნდა მივაღწიოთ. მორაგბეებმა თავდაუზოგავად უნდა იშრომონ, ნაკრებში თამაშის უფლება რომ მოიპოვონ. ცოტა დროღა დარჩა, იმდენად ცოტა, რომ შესვენებისა და სულის მოთქმის საშუალებაც აღარ გვაქვს.

მორაგბეებმა ასეთივე დატვირთვით, მონდომებით უნდა იმუშაონ თავიანთ კლუბებშიაც. ტელევიზორები ხომ არ არიან, რომელსაც როცა გინდა ჩართავ და როცა არა გამორთავ. ისინი სულ ჩართულები, სულ ტონუსში უნდა იყვნენ.

თითოეულ მათგანს კონკრეტული დავალებები მივეცი. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ვინც დაიმსახურებს, "პომების" კვართს აუცილებლად მოირგებს" - თქვა ინგლისის ნაკრების თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში "პომები" ოთხ ტესტს გამართავენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკისა და სამოას ნაკრებებთან. ჩვენები ინგლისის ეროვნულ გუნდს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე 18 სექტემბერს ქრაისთჩერჩში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა