ახალ ზელანდიაში გათამაშების მიმდინარეობისას 2015 წლის მსოფლიოს თასის კალენდარი და ფინანსური საკითხები განიხილეს
ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების მიმდინარეობისას IRB-სა და ბობოლა ქვეყნების რაგბის ხელმძღვანელების შეკრება გაიმართა, სადაც მომავალი, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების კალენდარი და ფინანსური საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის შუქ-ჩრდილებზე ისაუბრეს. ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ელიტურ ქვეყნებს სხვებთან შედარებით უკეთესი სათამაშო გრაფიკი აქვთ. თუ ერთნი ოთხ მატჩს თექვსმეტი დღის განმავლობაში თამაშობენ, ბობოლებს მატჩიდან-მატჩამდე დასასვენებლად და "ჭრილობების მოსაშუშებლად" ერთი კვირა აქვთ.

ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალ ზელანდიაში სათამაშო მოედნების გაზონი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. თუმცა, როგორც გაირკვა, სამომავლოდ ტურნირის გრაფიკი შესაძლოა პრობლემური აღარ იყოს, რადგან ტოპ-ქვეყნები თავიანთ შეხვედრებს, სავარაუდოდ, შუა კვირაში გამართავენ, რაც საშუალებას მისცემს, მეორე დონის ქვეყნებს მეტი დრო ჰქონდეთ ძალების აღსადგენად.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაიმე კონკეტული გაადწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამაზე სავარაუდოდ დამატებით საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, სადაც კონრეტულ გეგმას შეიმუშავებენ და მერე აღმასკომს დასამტკიცებლად წარუდგენენ.

"მსოფლიოს თასის გათამაშების წარმატებულად ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაგბის გლობალურად განვითერების საქმეში. ის გვაძლევს ფინანსურ საფუძველს მეტი ყრადღება მივაქციოთ ბავშვთა და პროფესიული რაგბის განვითარებას.

ტურნირის ფორმატისა და საორგანიზაციო საკითხების განხილვა ყოველი ტურნირის შემდეგ იმართება. დღეს მორიგი, დაგეგმილი სხდომა ჩავატარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო შეხვედრის ყველა მონაწილეს აქტიური თანამშრომლობისთვის და თითოეული მათგანის მიერ რაგბის განვითარების საქმეში გაწეული წვლილისთვის" - თქვა IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა