ინგლისის ნაკრების 25 წლის ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ ფიფას წერილი მისწერა, რომელშიც პატიებას ითხოვს
ინგლისის ნაკრების 25 წლის ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ ფიფას წერილი მისწერა, რომელშიც პატიებას ითხოვს.

რუნის უნდა, რომ ამ ორგანიზაციის სადისციპლინო კომისიამ იგი ჩერნოგორიასთან შეხვედრაში გაძევების გამო მკაცრად არ დასაჯოს და ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია აკმაროს. შვეიცარიაში, ფიფას ოფისში, სადისციპლინო საკითხებს ხუთშაბათს განიხილავენ.

ამანათს, რომელიც რუნიმ ციურიხში გააგზავნა, თან ინგლისის ნაკრების მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს წერილი და რუნის საქციელის გამამართლებელი DVD ახლავს, რომელზეც შეხვედრის რამდენიმე ეპიზოდია ჩაწერილი.

ჩანაწერიდან ჩანს, რომ ფეხბურთელს მოედნის დატოვებისას პროტესტი არ გამოუთქვამს, მსაჯის გადაწყვეტილებას დაეთანხმა და დაემორჩილა. ამასთან DVD-ს დახმარებით ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ რუნის საქციელი აგრესიის გამოვლინება კი არა, გაღიზიანებული კაცის შეცდომა იყო.

სხვათა შორის, ამაში ინგლისელ ვარსკვლავს, შეძლებისდაგვარად, მხარი გერმანელმა მსაჯმა, ვოლფგანგ სტარკმაც დაუჭირა. ეს სწორედ ის არბიტრია, რომელმაც რუნი ჩერნოგორიელი მიოდრაგ ძუდოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევა. მან ფიფას მოახსენა, რომ წითელი ბარათის ამოღების შემდეგ ფეხბურთელი თვინიერად მოიქცა და მოედანი ყოველგვარი პროტესტის გარეშე დასტოვა.

რა საჭირო იყო წერილების გაგზავნა? საქმე ის გახლავთ, რომ ფიფას წესის თანახმად, სადისციპლინო საკითხების განხილვას არავინ უნდა დაესწროს. არც თავად ფეხბურთელს აქვს ამის უფლება. ფიფა დამოუკიდებლად გადაწყვეტს უნდა დაამატოს რაიმე სასჯელი რუნის თუ ის ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია აკმაროს, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს გაძევების გამო ავტომატურად ერგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა