"ჩელსის" ნახევარმცველი ამბობს, რომ ინგლისის ნაკრებს 22 წლის დენიელ სტარიჯის იმედი უნდა ჰქონდეს
"ჩელსის" ნახევარმცველი, ვეტერანი ფრენკ ლემპარდი, რომელიც გასულ ზაფხულს უკვე 33 წლისა მოიყარა, ამბობს, რომ ინგლისის ნაკრებს ევრო-2012-ის დღეებში მისი ახალგაზრდა თანაგუნდელის, 22 წლის დენიელ სტარიჯის იმედი უნდა ჰქონდეს - მოგეხსენებათ, უეინ რუნის მიერ ჩერნოგორიასთან შეხვედრაში მიღებულმა წითელმა ბარათმა ინგლისში ერთგვარი პანიკა გამოიწვია.

თუ ფიფა რუნის ავტომატურ ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას კიდევ ერთ ან ორ თამაშს დაამატებს, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს პოლონეთსა და უკრაინაში, დასაწყისში მაინც, სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაბიო კაპელომ მის ნაცვლად ვინმე სხვა უნდა ათამაშოს.

ინგლისის ნაკრებს, ნოემბერში, მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან აქვს ამხანაგური მატჩი დაგეგმილი და, სავარაუდოდ, სტარიჯს იქ მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ჩერნოგორიასთან შეხვედრაში კაპელოს "ჩელსის" თავდამსხმელი შეკრებაზე გამოძახებული ჰყავდა, მაგრამ უშუალოდ შეხვედრის განაცხადში აღარ შეიყვანა.

თუ ინგლისელთა იტალიელი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ ამხანაგურ შეხვედრებს ახალგაზრდა ფეხბურთელების შემოწმებისა და თავის ტაქტიკასთან შეჩვევისთვის გამოიყენებს, მაშინ, შესაძლოა სტარიჯის შანსი კიდევ უფრო გაიზარდოს. ასეა თუ ისე, ისეთი გამოცდილი ფიგურა, როგორიც ლემპარდია, უმცროს თანაგუნდელს ბოლომდე ენდობა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს:

"იმაში, რომ დენიელი დიდ სანაკრებო ფეხბურთს ითამაშებს, ეჭვი არ მეპარება, ჩემთვის, უბრალოდ, საინტერესოა, როდის მოხდება ეს. გარწმუნებთ, მას ყველა მონაცემი აქვს "ჩელსისა" და ეროვნული გუნდის ნამდვილი ვარსკვლავი რომ გახდეს. სტარიჯი ტექნიკურია, მეტად სწრაფი, მეურვისგან დასხლტომისა და გოლის გატანის განსაკუთრებული უნარი აქვს. მას შეუძლია არაფრისგან შექმნას მომენტი, რაც გულშემატკივარს აღაფრთოვანებს".

სტარიჯმა ლურჯი მაისურით წინა მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობითაც ითამაშა, მაგრამ მაშინ ის ხუთი თვით "ბოლტონს" მიაქირავეს. გასულ ზაფხულს "ჩელსიში", მოგეხსენებათ, ახალი მწვრთნელი, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში მივიდა, რომელსაც "ბოლტონიდან" დაბრუნებული ფორვარდი ძალიან მოეწონა და მეტად ენდო, ვიდრე ანჩელოტი ენდობოდა.

ისევ ლემპარდი: "ბოლტონში გატარებულმა დრომ სტარიჯს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა შესძინა. ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც პრემიერლიგაში თამაშს სჭირდება. ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. "სტემფორდ ბრიჯზე" მას თამაშის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომაც გადავიდა ისეთ გუნდში, სადაც ათამაშეს, გოლების გატანას გემო გაუგო და სულ სხვა ფეხბურთელად დაგვიბრუნდა. მწვრთნელმაც დააფასა - პირდაპირ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად აქცია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა