28 წლის ჰოლანდიელი ვარსკვლავი, რობინ ვან პერსი "არსენალისგან" ახალ შეთავაზებას მიიღებს
28 წლის ჰოლანდიელი ვარსკვლავი, რობინ ვან პერსი "არსენალისგან" ახალ შეთავაზებას მიიღებს. ჩრდილოლონდონურ კლუბში გრძნობენ, რომ კიდევ ერთი ვარსკვლავის დაკარგვის უფლება არ აქვთ და ამიტომ წლობით შემუშავებული სახელფასო სტრუქტურის დარღვევას აპირებენ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ვან პერსიმ ინტერვიუში თქვა, სანამ სეზონი არ დამთავრდება, ახალ ხელშეკრულებაზე არც დავილაპარაკებ, ხოლო მერე რას ვიზამ, არ ვიციო. ერთი სიტყვით, ვარსკვლავმა, რომელსაც "მეთოფეებთან" ხელშეკრულება 2013 წელს უმთავრდება, თქვა, რომ "ემირეით სთედიუმზე" დარჩენის პირობას არ დებს.

ის, რომ ვან პერსის კონტრაქტს ვადა 2013 წელს გაუდის იმას ნიშნავს, რომ კლუბმა ფორვარდს 2012 წელს მაინც უნდა დაადებინოს ახალი პირობა, თორემ, მერე ის თავისუფალი აგენტი გახდება. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს "არსენლმა" ორი წამყვანი ფეხბურთელი, სამირ ნასრი და კაპიტანი სესკ ფაბრეგასი გაყიდა.

დღეს ვან პერსის ხელფასი კვირაში 70 ათასი ფუნტია. ერთი ხნის წინ მას "მანჩესტერ სიტიმ" კვირაში 90 ათასი შესთავაზა, მაგრამ ჰოლანდიელმა პასუხად უარი შეუთვალა. ახლა ამბობენ, რომ "მეთოფეებიც" 90 ათასამდე გაუზრდიან გასამრჯელოს.

რაც შეეხება ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობას, "არსენალის" ხელმძღვანელობის აზრით ის ოთხწლიანი უნდა იყოს, რაც კიდევ ერთი საკლუბო პრინციპის დარღვევაა. საქმე ის გახლავთ, რომ აქამდე, "ემირეიტ ათედიუმზე" 30 წელს მიღწეულ ფეხბურთელებს რამდენიმეწლიან თანამშრომლობას არ სთავაზობდნენ., თუმცა... ვან პერსი ნამდვილად არ იქნება პირველი ვის გამოც ამ პრინციპს გადაუხვევენ. "ევერტონისგან" ნაყიდმა ესპანელმა მიკელ არტეტამ, რომელიც მარტში სწორედ 30 წლისა გახდება, "არსენალთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ კვირაში კლუბის აღმასრულებელმა შეფმა აივან გაზიდისმა თქვა:

"ჩვენ სახელფასო ზედა ზღვარი არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ გვაქვს მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბიზნესი ისე ვაწარმოოთ, რომ რაც შეიძლება დიდ წარმატებას მივაღწიოთ, როგორც ახლა, ასევე ხუთიწლის შემდეგ".

ეს განცხადება პრინციპებიდან გადახვევის დასტურს ჰგავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა