რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს "მანჩესტერ სიტი" მეტ ფეხბურთელს აღარ იყიდის...

რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს "მანჩესტერ სიტი" მეტ ფეხბურთელს აღარ იყიდის - მისი პრესკონფერენცია ერთგვარი პასუხი გახლდათ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის წინა დღის შეტევაზე. შეგახსენებთ, რომ სერ ალექსმა "სიტის" სატრანსფერო სტრატეგია სასტიკას გააკრიტიკა და იაპონელი კამიკაძეების საქციელს შეადარა.

ასე და ამგვარად, ჯეიმს მილნერის "ასტონ ვილადან" გადაბირებამ ისტლენდელთა ზაფხულის დანახარჯი 130 მილიონ ფუნტამდე ანუ 203,134 ამერიკულ დოლარამდე აიყვანა, რაც მეტისმეტ სიზუსტეს ნუ მოგვთხოვთ და "იუნაიტედის" დანახარჯზე დაახლოებით 5,2-ჯერ მეტია. ახლა, "სიტის" თავკაცი ახალ შენაძენს მხოლოდ მას მერე შეხვდება, რაც გუნდი რუმინეთიდან, "ტიმიშოარასთან" ევროლიგის თამაშიდან დაბრუნდება. ფერგიუსონის პასუხად კი მანჩინიმ გასული წლები გაიხსენა და უფროს კოლეგას მის მიერ ადრე დახარჯული მილიონები შეახსენა. კერძოდ იტალიელმა ასე თქვა:

"თავის დროზე აბსოლუტურად ყველა გუნდი ხარჯავდა ფულს. თან, თხუთმეტი წლის წინანდელ ამბებს კი არ გახსენებთ, სულ რაღაც ორი სამი წლის წინანდელი მინდა შეგახსენოთ. ბაზარი ბაზარია და ყველას, ვისაც კარგი ფეხბურთელების დამატება სურს ფულის გადახდა უხდება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ფერგიუსონის ნათქვამს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მის შეხედულებას პატივს ვცემ, მაგრამ ვიმეორებ, "სიტის" მსგავსად თავის დროზე "იუნაიტედმაც" ძალიან ბევრი ფული გადაიხადა".

"სიტიდან" გაშვებული უელსელი ვარსკვლავი კრეიგ ბელამი კი თავისი მშობლიური ქალაქის გუნდში "კარდიფ სიტიში" გმირივით მიიღეს. ამასთან, ვარსკვლავმა, რომელიც პრემიერლიგის დონეზეც კი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ და ამიტომ მის "ჩემპიონშიფში" დაქვეითებას არავინ ელოდა, კარდიფელებს მყისიერი მოგება მოუტანა - საკლუბო მაღაზიებში იყიდება და იყიდება ბელამის 39 ნომრიანი მაისურები.

ინგლისური პრესის მონაცემებით მარტო პირველ სამ საათში ფანებმა 3 ათასი მაისურა იყიდეს, ხოლო შემოსავალმა 500 ათას ფუნტს გადააჭარბა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შაბათს, "კარდიფ სიტისა" და "დონკასტერის" შეხვედრაში ტრიბუნაზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარ იქნება. სტადიონზე 23 ათასი კაცი ეტევა და უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. კარდიფელთა კლუბის აღმასრულებელმა შეფმა გეთინ ჯენკინსმა სიხარულით განაცხადა, რომ ახლა მას ეძლევა საშუალება შოტლანდიურ "მოზერუელს" მცველის პოლ ქუინის საფასური სრულად გადაუხადოს - კარდიფელებს ქუინის ძველი გუნდის 175 ათასი ფუნტი მართებთ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა