"რეინჯერსმა" "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავბიჭუნას ვლადიმირ ვაისს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამრიგად, შოტლანდიის ჩემპიონმა...

"რეინჯერსმა" "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავბიჭუნას ვლადიმირ ვაისს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამრიგად, შოტლანდიის ჩემპიონმა თავის მთავარ კონკურენტსა და "მოსისხლე" "სელტიკს" სლოვაკი ზედ ცხვირწინ ააცალა - "რეინჯერსის" მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა 20 წლის ნახევარმცველის შესაძენად პირველი ნაბიჯები დაახლოებით ექვსი კვირის წინ გადადგა, მაგრამ შემდეგ საქმეში დიდი ხმაურით ჩაერთო "სელტიკი" და ვაისის გადაბირება თავად სცადა.

საბოლოოდ, როგორც მოგახსენეთ, სმიტმა იყოჩაღა და ისტლენდელებს მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურათაგანის საქმეზე გაურიგდა - ვაისი ფორმალობების მოსაგვარებლად გლაზგოში გუშინ ჩავიდა. მიხვდებოდით, ლაპარაკია სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ვაჟზე. როგორც მიხვდით, საქმე 12 თვიან ქირაობას ეხება.

რატომ აქირავებს რობერტო მანჩინი სლოვაკს? დაბეჯითებით არის ცნობილი, რომ იტალიელს ვაისი ძალიან მოსწონს და დარწმუნებულია, რომ მას პრემიერლიგაში დიდი მომავალი ელის, თუმცა, იმავდროულად, სურს, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში თამაშს ჯერ რომელიმე სხვა გუნდში შეეჩვიოს. როგორც ამბობენ, მანჩინისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ "რეინჯერსი" ჩემპიონთა ლიგაში გამოდის.

ასე და ამგვარად, ვაისი ამ ზაფხულს გლაზგოელთა მეორე შენაძენია. პირველი ჯეიმს ბიტი გახლდათ, რომელიც გლაზგოში სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩავიდა.

"რეინჯერსის" სატრანსფერო სამიზნეებიდან კიდევ ხორვატ ნიკიტა იელავიჩზე ღირს ყურადღების გამახვილება. ეს გახლავთ 24 წლის, 188 სმ სიმაღლის თავდამსხმელი, რომელიც ვენის "რაპიდში" თამაშობს და რომელსაც ძალიან უნდა "აიბროქს პარკზე" გადასვლა, მაგრამ არის ერთი დაბრკოლება - ევროლიგის გუშინდელი შეხვედრა "ასტონ ვილასთან". ახლა, როდესაც თქვენ "ლელოს" დღევანდელ ნომერს კითხულობთ, ვენისა და ბირმინგემის გუნდების შეხვედრა უკვე ჩატარებულია და იელავიჩის ტრანსფერის ბედიც მოთამაშის სასიკეთოდ თუ სამწუხაროდ გადაწყვეტილი გახლავთ.

ისე კი, საინტერესოა, რომ ამ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, თითქოსდა, ყველაფერი მართლაც შეთანხმებული იყო. კლუბები ერთმანეთთან გარიგებულები იყვნენ და ფეხბურთელსაც მისი გასამრჯელო - კვირაში 15 ათასი ფუნტი აკმაყოფილებდა.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის