"ოლიმპის" ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა, სერბ მეფარე ილია მილუტინოვიჩთან კონტრაქტი გააფორმა
გუშინ გაცნობეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დებიუტანტ "ოლიმპში" ორი უკანახაზელი ჩაირიცხა - ლაშა გამყრელიძე და ხორვატი ნიკიჩა სლიუკა. მას მერე კლუბის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა, კონტრაქტი გააფორმა სერბ მეფარე ილია მილუტინოვიჩთან.

იგი 213 სმ სიმაღლის ცენტრია, თამაში მშობლიურ "ჰემოფარმში" დაიწყო, თუმცა კარიერის გაგრძელება ოკეანის გაღმა დაგაწყვიტა და ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ამერიკის კოლეჯების ლიგის წარმომადგენელი "ოკლენდის" ღირსებას იცავდა.

ილია მილუტინოვიჩი საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. როგორც "ოლიმპის" თავკაცმა, გია კაზანჯიანმა გვითხრა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთი უცხოელის ჩამოსაყვანად.

თუმცა საქმე კონტრაქტამდე ჯერ არ მისულა, ამიტომ "ოლიმპი" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურს ორი ლეგიონერით - ნიკიჩა სლიუკა და ილია მილუტინოვიჩით შეხვდება. სუპერლიგის პირველ დღეს გია კაზანჯიანის გუნდი სპორტის სასახლეში თსუ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

ბოლოს გეტყვით, რომ "ოლიმპი" ჩამოაყალიბა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ოლიმპიური მზადების ცენტრმა.

დოსიე

ილია მილუტინოვიჩი

სერბეთი

დაიბადა: 07.02.1988

სიმაღლე: 213 სმ.

ამპლუა: ცენტრი

კარიერა

2003-06 ჰემოფარმი (იუნიორები, სერბეთი)

2006-07 ორეგონი (NCAA)

2008-11 ოკლენდი (NCAA)

2011-12 ოლიმპი (საქართველო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა