თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საფარის შეცვლის გამო, გორელები ქალაქის მეორე სტადიონზე, "ქარელზე" ითამაშებენ
ფეხბურთის ფედერაციის პროგრამით, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მოედნის ახალი საფარი უნდა დაიგოს და ძველი საფარი უკვე აიღეს კიდეც, რის შესახებაც ამასწინათ გამცნეთ. ამის გამო გორის "დილას" დროებით სხვა არენაზე მოუწევს საშინაო შეხვედრების გამართვა.

რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელობა თითქმის გამორიცხავდა ქალაქის მეორე სტადიონზე, "ქართლზე" "გადაბარგებას" და ფიქრობდა, რომ სხვა ქალაქში ეძებნა დროებითი თავშესაფარი, თუმცა, როგორც გაირკვა, ზამთრამდე "დილა" მაინც იქ გადავა.

გუნდის უფროსმა ვანო ხორგუაშვილმა ამაზე უკვე დადასტურებული ინფორმაცია მოგვაწოდა. "ვიდრე ჩვენი მთავარი არენა მოწესრიგდება, ანუ იქ დაიგება ახალი საფარი, რომელსაც შემდგომ ნიადაგთან "შესახორცებლად" დროც დასჭირდება, ყველა საშინაო მატჩს "ქართლზე" გავმართავთ. მინდორი იქ ნორმალურ მდგომარეობაშია. მხოლოდ გასახდელებისა და იმ ოთახების კოსმეტიკურ რემონტს ვაკეთებთ, რომლებზეც ამასწინათ ფედერაციიდან მოვლინებულმა სპეციალურმა კომისიამ მიგვითითა", - გვითხრა მან.

ერთი სიტყვით, "დილა" უახლოეს შეხვედრას, 15 ოქტომბერს ზუგდიდის "ბაიასთან" "ქართლზე" ჩაატარებს. მკითხველს შევახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვეა, ეს სტადიონი ქალაქის მუნიციპალიტეტმა სათადარიგო მოედნად გადასცა "დილას", თუმცა, ვინაიდან ფეხბურთის ფედერაცია ამ სარბიელს უმაღლესი ლიგისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა, მასზე შეხვედრები არ იმართებოდა და, სიმართლე ითქვას, არც "დილას" სჭირდებოდა ის ოფიციალური მატჩებისთვის. იქაურობა გუნდს მხოლოდ სავარჯიშოდ სჭირდებოდა.

საინტერესოა საფართან დაკავშირებული ამბავიც. კერძოდ, კლუბის მეპატრონენი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიდან აღებული საფრის დაგებას "ქართლის" მთავარი მოედნის გვერდით მდებარე მოედანზე აპირებდნენ. იქ ამის აუცილებლობა მართლაც იყო და ჩვენც ვფიქრობდით, რომ ასეც მოხდებოდა, თუმცა, ბევრისთვის გასაკვირად, გორის ცენტრალური სტადიონიდან აღებული ბალახი ქალაქის ქუჩების მიმდებარე მწვანე მონაკვეთებსა და სკვერებში დაიგო. ახლა "ქართლის" მცირე მოედანზე, სადაც აღებული საფარი უნდა გადაეტანათ, კლუბს საგაისოდ ბალახის დათესვა მოუწევს.

არადა, ნებისმიერი გორელი გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ყოფილი გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის დროს, როდესაც ფეხბურთმა და, კერძოდ, "დილამ", როგორც იქნა, ყურადღება იგრძნეს, პირიქით მოხდებოდა, ანუ იმ ძველ საფარს უთუოდ რომელიმე საფეხბურთო მოედანზე დააგებდნენ, ხოლო ქუჩაში საგაისოდ ბალახს დათესდნენ. მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა და ესეც კიდევ ერთი პატარა მიზეზია გორელი გულშემატკივრის შესაშფოთებლად.

იმედი ვიქონიოთ, რომ "დილა" საკუთარ სტადიონზე დაგებულ ახალ მოედანს არასპორტული პრობლემებით არ დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა