ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყეს, რომ „სიტის“ მწვრთნელი რობერტო მანჩინი და 27 წლის არგენტინელი ერთმანეთს კონფიდენციალურად შეხვდნენ
ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყეს, რომ რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი რობერტო მანჩინი და 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ერთმანეთს კონფიდენციალურად შეხვდნენ.

მოგეხსენებათ, ეს ორი ადამიანი დაპირისპირებულია და საქმე იქამდეა მისული, რომ ტევესი, შესაძლოა, კლუბიდან გააგდონ ან მილიონი ფუნტით და 4-6 კვირიანი დისკვალიფიკაციით დააჯარიმონ.

ტევესმა თავდაპირველი ორკვირიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა და მანჩესტერში ოთხშაბათს დაბრუნდა, სადაც კლუბის ხელმძღვანელებმა გამოუცხადეს, რომ იმსჯელეს და ის დამნაშავედ სცნეს. როგორც ირკვევა, მანჩინიმ ტევესს სწორედ ოფისში მისვლამდე დაურეკა და მასთან შინ მისვლა სთხოვა.

უფრო მკაფიოდ რომ წარმოვიდგინოთ: ტევესი ლონდონიდან მანჩესტერისკენ მატარებლით სამშაბათს გაემგზავრა და მწვრთნელის ზარმა სწორედ ამ სარკინიგზო ტრანსპორტში მიუსწრო. როგორც გითხარით, მანჩინი მას მანჩესტერში ჩასვლისთანავე სტუმრობას სთხოვდა. არგენტინელი ასეც მოიქცა და ვაგონიდან ჩამოვიდა თუ არა - უკვე ოთხშაბათი იყო - მიუხედავად გვიანი დროისა, პირდაპირ იტალიელისკენ გაემგზავრა.

როგორც ტაბლოიდებმა შეიტყეს, მას ეგონა, რომ მწვრთნელი საქმეს შერიგებისკენ წაიყვანდა, მაგრამ შეცდა - მანჩინიმ საჯაროდ და პირადად ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. თან, ბოდიში არა მარტო მე, არამედ „სიტის“ არაბ თავმჯდომარეს, ხალდუნ ალ მუბარაქსაც უნდა მოუხადოო.

ტევესმა ამაზე უარი განაცხადა და მწვრთნელს თავად მოსთხოვა ბოდიშის მოხდა - მიუნხენში, „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მოედანზე შესვლა არ გამიპროტესტებია, ამას ტყუილად მაბრალებთ და ცილისწამებისთვის პატიება მთხოვეთო. საბოლოოდ, პირისპირ შეხვედრამ შედეგი ვერ მოიტანა და ახლა, მთელი საფეხბურთო ინგლისი „მანჩესტერ სიტის“ ვერდიქტს ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა