ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ევრო-2012-ზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ გუნდი ჯგუფურ ეტაპს გადალახავს
უეფამ ვერდიქტი გამოიტანა: 25 წლის უეინ რუნი ჩერნოგორიასთან შესარჩევ შეხვედრაში გაძევების გამო 2012 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სამივე შეხვედრას გამოტოვებს!

გამოდის, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი შეჯიბრებაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გუნდი ჯგუფურ ეტაპს გადალახავს და პლეი-ოფის ეტაპზე გავა.

ინგლისური გაზეთები ირონიით წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება უეფას ათმა „ბრძენმა“ მიიღო, რომელთაც ჩათვალეს, რომ ჩერნოგორიასთან თამაშის დროს რუნი მეტოქეს უნებლიედ კი არა, განზრახ ეუხეშა ანუ მის მიმართ აგრესია გამოავლინა. სხვათა შორის, ინგლისელი გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა ამ ისტორიაში ბრალი რუნის დასდო - როცა თამაშობ შენს ქმედებებს ჭკუა უნდა დააყოლო და ქვეყნის ეროვნულ გუნდს არ უნდა უღალატოო.

ამის მიუხედავად, ბევრი მიიჩნევს, რომ უეფას განაჩენი გადაჭარბებულია. ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველი გარეთ კრუკსი:

„რუნის ერთმატჩიან ავტომატურ დისკვალიფიკაციას კიდევ ერთ მატჩს თუ დაამატებდნენ, ხმას არავინ ამოიღებდა - ამას ველოდით. ორი მატჩი ჩაქუჩის ჩარტყმას დაემსგავსებოდა, სამი კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გულში ხანჯლის გაყრაა“.

რუნის თანაგუნდელმა, 2001 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა „ტვიტერში“ დაწერა: „შეჯიბრების ამ ეტაპზე ფეხბურთელისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მისჯა გადაჭარბებული სიმკაცრეა“.

თავისი აზრი ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, პირდაპირ აჯახა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფილ ნევილმა: „რუნი სამი მატჩით დასაჯეს? რა მასხარაობაა? ასეთი დანაშაულისთვის ესპანელ, იტალიელ ან გერმანელ ფეხბურთელს ერთთამაშიან დისკვალიფიკაციასაც კი არ მიუსჯიდნენ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა