ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებში იულია ლობჟანიძის გამოსვლას საფრთხე შეექმნა
ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებში იულია ლობჟანიძის გამოსვლას საფრთხე შეექმნა. მიზეზი მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის დებულებაა, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში სპორტსმენს ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე მაინც უნდა ჰქონდეს მიღებული ახალი პასპორტი, წინააღმდეგ შეხვედრაში მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

ცოტა უცნაური სიტუაციაა - ლობჟანიძეს ოლიმპიადაზე გამოსვლა შეუძლია, ბევრად დაბალი რანგის სალიცენზიო ტურნირებში - არა. ამ რებუსის გასაღები იმაშია, რომ საერთაშორისო ფედერაციების გავლენა თამაშებზე არ ვრცელდება, რადგან მას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ატარებს, მისი დებულება კი ათლეტს არ ზღუდავს, თუ ორი წელიწადი ძველი ქვეყნის სახელით არსად უასპარეზია.

ლობჟანიძე უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ზუსტად ორი წელიწადი მათი სახელით უცხოეთში არსად გამოსულა. ამდენად, ამ ორწლიან მოთხოვნას კი აკმაყოფილებს, მაგრამ ვერ იასპარეზებს სალიცენზიო ტურნირებში.

სავარაუდოდ, მისთვის მოქალაქეობის მინიჭება დროში არ გაიწელება - ფედერაციის ხელმძღვანელობას თუ სპორტის მმართველთ ამ პროცესის დაჩქარება არ გაუჭირდებათ, მაგრამ დღესვეც რომ მისცენ, ერთწლიან ვადებში მაინც ვერ ეტევა და ვერც სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოვა.

ამის მიუხედავად, ლონდონში გამოსვლის შანსი მაინც რჩება, თუ ჩვენები სამივე გუნდურ საგზურს მოიპოვებენ (შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ერთი გვაქვს, რომელიც მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალთან ერთად ქრისტინე ესებუამ მოინადავლა). ამ შემთხვევაში მონაწილის შეცვლა ეროვნული ფედერაციის პრეროგატივაა, რადგან საგზურს ფედერაცია იღებს და არა - სპორტსმენი, მაგრამ აქ საქმეში უკვე ჩვენი ნაკრების კორეელ მწვრთნელ ან ჰიუნ სანის პირადი პოზიცია ერევა - მისი თქმით, ოლიმპიადაზეც ის წავა, ვინც ლიცენზიას მოიპოვებს და მონაწილეს არ შეცვლის.

ადამიანურად კორეელის პოზიცია გასაგებია - მართლაც ძნელია, არ წაიყვანო ის, ვინც საგზურს გაინაღდებს და მის ნაცვლად სხვა დააყენო; ეს მართლაც დიდი მორალური დარტყმა იქნება, მაგრამ ერთია პირადი მომენტი და მეორე - გუნდის ინტერესები. იქნებ ისე გამოგვდის, ბავშვის დაბადებამდე სახელზე რომ მსჯელობენ - ჯერ ის ორი ლიცენზიაა მოსაპოვებელი, მაგრამ, იმედია, ამასაც შევძლებთ. ვფიქრობთ, მაშინ ამ საკითხზე ფედერაციასა და ნაკრებში მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება და არ გამოვრიცხავთ, კორეელმა პოზიციაც შეიცვალოს.

მოკლედ, ლობჟანიძეს ჯერ კიდევ რჩება ოლიმპიადაზე ჩვენი სახელით გამოსვლის უფლება, მაგრამ მანამდე ან ჰიუნ სანმა ის კორეაში წამსვლელი ოთხეულიდან ამოაგდო.

შეგახსენებთ, რომ მას ქალთა ნაკრები იქ ორთვიან შეკრებაზე მიჰყავს და შემადგენლობაში ესებუასთან, ხათუნა ნარიმანიძესა და ასმათ დიასამიძესთან ერთად ლობჟანიძეც იყო, მაგრამ ახლა მის ნაცვლად ნათია ცინცაძეს უხმო. ჩვენები კორეაში, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრებიან, რადგან მანამდე საბუთების მოგვარება ვერ მოესწრება.

ზემოთქმულის მიუხედავად, ლობჟანიძის გადმოყვანის საკითხი დღის წესრიგიდან მაინც არ მოხსნილა - ჩვენებს სჯერათ მისი შესაძლებლობის, სჯერათ ისიც, რომ სჭირდება ნაკრებს და აქცენტს 2016 წელს გასამართ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე აკეთებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის