საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში "ზესტაფონმა" "გაგრას" 4:1 სძლია
"ზესტაფონი"-"გაგრა" 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 დვალი (10), 2:0 გრიგალაშვილი (25), 3:0, 4:1 გელაშვილი (80, 86), 3:1 შარიქაძე (84),

გაფრთხილებები: ტყეშელაშვილი

არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი

ზესტაფონი: კვასხვაძე, ბენაშვილი, ონიანი, საჯაია, ელიავა, გორგიაშვილი (ძარია 78), გრიგალაშვილი, აფციაური, სარდალიშვილი (ფიფია 66), წინამძღვრიშვილი, დვალი (გელაშვილი 59).

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაგრა: სეფიაშვილი, გაბუნია, ტყეშელაშვილი, სიჭინავა, ნაკონეჩნი, შარიქაძე, გაბედავა (ჭკუასელი 75), მაგაჯი (კვანტალიანი 46), კალანდაძე, ქართველიშვილი (ჯერემია 29), ყურულაშვილი.

მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე

2011 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს თასის მფლობელ საფეხბურთო კლუბ "გაგრას" უმასპინძლა.

გასული სეზონი ლაურეატების - ჩემპიონისა და თასის მფლობელის დაპირისპირება, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მშვენიერ მდგომარეობაში მყოფ მინდორზე გაიმართა, ზემოიმერელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე დამსახურებული გამარჯვებით - 4-1 დასრულდა.

მასპინძლებმა თამაშის სადავეები ხელთ პირველივე წუთებიდან იგდეს და უკვე 10-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ალექს ბენაშვილის მიერ სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში ჯაბა დვალმა ოსტატურად გადაგზავნა. გატანილი გოლის შემდეგაც სიტუაციას მინდორზე ზესტაფონელები აკონტროლებდნენ და 25-ე წუთზე თავის უპირატესობა ორამდეც გაზარდეს - საფეხბურთო ქრესტომატიაში შესატანი მარგველთა შეტევა, რომელშიც მონაწილეობა ფაქტიურად ნახევარმა გუნდმა მიიღო, შოთა გრიგალაშვილის დასარტყმელ პოზიციაზე გასვლით და მისივე ზუსტი გასროლით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი თითქოს მშვიდად და უგოლოდ სრულდებოდა, თუმცა მატჩის დასკვნით 10 წუთში გუნდებმა "საგოლე ფეიერვერკი" მოუწყვეს "დავით აბაშიძეზე" მყოფ მაყურებლებს: 80-ე წუთზე ზესტაფონელთა კიდევ ერთი ლამაზი იერიში სტუმართა კარის აღებით ნიკოლოზ გელაშვილმა დააგვირგვინა; 84-ე წუთზე გაგრელმა ლევან შარიქაძემ როინ კვასხვაძის კარში პრესტიჟის გოლი გაიტანა; 84-ეზე კი მასპინძლებმა სამბურთიანი ჰანდიკაპი ნიკოლოზ გელაშვილის დუბლის წყალობით აღადგინეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზ გელაშვილი გახდა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ფეროელთა მაისურით ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული მატჩების საპატიო 100-მატჩიან ზღვარს მიაღწია. დღემდე ასეთი მიღწევით 5 ფეხბურთელი იწონებდა თავს - სადღეისოდ სევასტი თოდუასა და ალექს ბენაშვილს (ამ უკანასკნელმა ყოფილი თანაგუნდელის რეკორდი სწორედ დღეს გაიმეორა) "ზესტაფონის" ღირსება 116-116-ჯერ, გიორგი ხიდეშელს - 114, ზურაბ იონანიძეს - 113, ხოლო ირაკლი ძარიას (მან საიუბილეო მეასე მატჩი ზუგდიდში ადგილობრივი "ბაიასთან" 2 ოქტომბერს ჩაატარა) - 101 შეხვედრაში დაუცავთ.

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 22 ოქტომბერს გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში ზემოიმერლები ცხინვალის "სპარტაკს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

fczestafoni.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა