„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა თავისი ფეხბურთელი, ჯერმაინ დეფო აქო და ადიდა
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა თავისი ფეხბურთელი, ჯერმაინ დეფო აქო და ადიდა. რედნაპის აზრით დეფომ ინგლისის ნაკრების თავკაც ფაბიო კაპელოს გვარიანი საფიქრელი და ალტერნატივა გაუჩინა.

კვირას, 29 წლის თავდამსხმელი, ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკზე“ მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და გოლიც შეაგდო. ახლა, როდესაც უეფამ ინგლისელთა მთავარ ვარსკვლავ უეინ რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპს მთლიანად ატოვებინებს, დეფოს თამაში კაპელოსთვის შესაძლოა გამოსავალიც გახდეს.

„ჯერმაინმა დიდებულად დაარტყა. სწორედ ეს გახლავთ ის, რაც მას ასე კარგად ეხერხება. ვფიქრობ, ხსენებული გოლი და ზოგადად ჩინებული თამაში მას ინგლისის ნაკრების ძირითადში მოხვედრის დიდებულ შანსს აძლევს. თუმცა, ნაკრები გვერდით იყოს და სანამ მას „ტოტენჰემისთვის“ გოლები გააქვს, მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ხალხი იმ დარტყმაზე და საგოლე ალღოზე ლაპარაკობს, მე კი ვფიქრობ, რომ ვინ იცის, იქნებ მისი მოედანზე თავიდანვე გამოყვანა უფრო სწორი ყოფილიყო“.

მოგეხსენებათ, „ნიუკასლ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. „სფურზი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ერთხელაც ვერ შეინარჩუნა. თამაშის მიწურულს ანგარიში „კაჭკაჭმა“ შოლა ამეობიმ გაათანაბრა, მაგრამ „სენტ ჯეიმს პარკზე“ ფრე „დეზებისთვის“ მაინც არ გახლდათ ცუდი შედეგი. რედნაპის გუნდი ცხრილში მეექვსე ადგილს ინარჩუნებს და „ლივერპულს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. „ტოტენჰემის“ თავკაცმა დასძინა:

„როდესაც 2:1-ს იგებ, ბუნებრივია, იმედი გაქვს, რომ სამ ქულას მოიპოვებ. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ. ნიუკასლიდან ქულების წაღება ყოველთვის ძალიან ძნელია. ეს გუნდი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია, რაც თავისთავად ბევრზე მეტყველებს. ვფიქრობ, ჩვენ მაინც შეგვეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა და გამარჯვება...“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა