"ლელომ" "მეტალურგის" თავკაცი ტურის მწვრთნელად დაასახელა და ინტერვიუ ჩამოართვა
რუსთავის "მეტალურგში" პატარა "მრეტები" ყალიბდება - მმართველი დირექტორი აკა ქავთარაძე ქართველი ქომაგისთვის საყვარელი ამ თბილისური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო, კობა ჟორჟიკაშვილი მოთამაშე-მწვრთნელი, ბუბა ტყავაძე კი - ერთ-ერთი მთავარი მრეტი. ახლა ისინი რუსთავური კლუბის საქმეებს განაგებენ და, როგორც შედეგებიდან ჩანს, არც ისე ურიგოდ.

თბილისის "დინამოსთან" გამარჯვებით რუსთავის "მეტალურგმა" დაამტკიცა, რომ ახალი ხელმძღვანელების ხელში არა თუ დაკარგა ამბიცია, არამედ უფრო გაეზარდა და ეს "მიხეილ მესხზე" თბილისელებთან თამაშით დაადასტურა - ჩემპიონობისთვის მებრძოლი კიდევ ერთი კლუბი გამოჩნდა.

"დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ, ცხადია, "ლელომ" კობა ჟორჟიკაშვილი ტურის მწვრთნელად დაასახელა და ინტერვიუ ჩამოართვა.

- თბილისის "დინამოსთან" გამარჯვება ყოველთვის საპატიო და პრესტიჟულია. აშკარად ჩანდა, რომ "მეტალურგი" განსაკუთრებით მოტივირებულები იყო.

- "დინამოსთან" გამარჯვება მართლაც პრესტიჟულია და მატჩისთვის საგანგებოდაც ვემზადებოდით. ბიჭებიც კონცენტრირებულები ჩანდნენ. საგანგებოდ ვნახე "დინამოს" მატჩების ჩანაწერები და შევისწავლე, ალექს გარსია გუნდს რა სტრატეგიით ათამაშებდა.

სხვათა შორის, "დინამოსთან" მატჩისთვის სანაკრებო პაუზა კარგად გამოვიყენეთ და არა მხოლოდ საამისოდ - ეს დრო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დავუთმეთ და პრაქტიკული მიმართულებითაც ვიმუშავეთ - თუ როგორ შეგვეზღუდა მეტოქისთვის სივრცეები. ცხადია, ამას კარგი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება სჭირდებოდა და მიხარია, ეს რომ მოვახერხეთ.

თუმცა, "დინამოსთან" მატჩის გარკვეულ ეპიზოდებში ჩანაფიქრის განხორციელებას ყოველთვის ვერ ვახერხებდით. ასე რომ, სამუშაო კიდევ ბევრია და "დინამოსთან" მოგების გამო ცაში ფრენას არ ვაპირებთ. ჩვენ ვცდილობთ, წინ წავიდეთ და პროგრესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

- "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე და ფეხბურთელები - გივი კვარაცხელია, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ქავთარაძე, გიორგი გავაშელიშვილი "დინამოდან" წასულები არიან, რაც წმინდა სპორტული ჯიბრის მომენტებსაც აძლიერებდა.

- რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ინტრიგა იყო.

- დამატებითი?! ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- არა, დამატებითი ფაქტორია. ფეხბურთელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაციით კი მოქმედებს, მაგრამ მოგება ყოფილ გუნდთანაც სასიამოვნოა და სხვებთანაც, მით უფრო, კონკურენტთან.

- თქვენი გამარჯვების დაკნინება არ მსურს, გუნდმა ორგანიზებულად და გონივრულად წარმართა თამაში, მაგრამ იღბალიც გწყალობდათ.

- ძალიან კარგი, თუ გვწყალობდა, ფეხბურთში უიღბლობა არავის ახარებს. თუმცა იღბალი შემთხვევით არავის სწყალობს, თუ დააკვირდით, ფეხბურთელები ხშირად ურტყამდნენ შორიდან, რადგან ეს დავალება იყო. წარმატება ამანაც მოგვიტანა.

- წინასწარ მაინც ვერ წარმოიდგენდით, რომ ფეხბურთელები ასე კარგად დაარტყამდნენ.

- რა თქმა უნდა, მაგრამ წვიმიან ამინდში შორეული დარტყმები ეფექტური იარაღია, მით უფრო, ახლანდელი ბურთებით, რომელთა ტრაექტორიაც ხშირად არაპროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, ამ იარაღის გამოყენება გადავწყვიტეთ და გაგვიმართლა.

- ამინდი ხშირად გკარნახობთ სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლას?

- მწვრთნელმა ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, რადგან ფეხბურთი ნიუანსებისგან შედგება. მათ ყურადღებას თუ არა მიაქცევ, აუცილებლად დაისჯები.

- თვალშისაცემი იყო, რომ "მეტალურგის" მოთამაშეები კონტრშეტევებისას კარგად იშლებოდნენ.

- ორჯერ იყო სანაკრებო პაუზა და ორივეჯერ ამაზე ვიმუშავეთ, რადგან შეტევის ფაზა რაც უფრო სწორად განვითარდება, მით მეტია წარმატების შანსი. ფეხბურთში სივრცეების სწორად ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც დაცვაში შეკუმშვა და ზონების გადაკეტვა.

კონტრშეტევისას ძალიან ბევრს ნიშნავს ფლანგების ეფექტური თამაში - ამ მიმართულებებით ბევრი ვიმუშავეთ.

ცხადია, ამას იდეალურად ვერ ვახერხებთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სწორად და გონივრულად ვითამაშოთ.

- "დინამოს" წინააღმდეგ ფეხბურთელი ისედაც მოტივირებულია, მით უფრო, თუ დიდი პრემიას შეჰპირდებიან.

- ცხადია, ფინანასური მოტივაცია ბევრს ნიშნავს.

- შევიტყვეთ, რომ "მეტალურგის" წევრებს მოგებისთვის 2500 ლარს შეჰპირდნენ. ამხელა პრემიების დაწესება კარგია, ეს ჩვენს რეალობაში სასიამოვნო სიურპრიზია, იქნებ, სხვებმაც მოგბაძონ.

- მატჩამდე გვითხრეს, რომ გამარჯვებისთვის ჩვეულებრივზე მეტ პრემიას მივიღებდით, მაგრამ ზუსტად რამდენს, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geosochi
რუსთაველებმა უკეთ ითამაშეს ნამდვილად
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე