"ვესტ ჰემის" მეპატრონე ამბობს, რომ იდეა ლიგიდან გავარდნა გააუქმონ ინგლისურ ფეხბურთზე გამანადგურებლად იმოქმედებს
"ვესტ ჰემის" მეპატრონე, დევიდ სალივანი ამბობს, რომ პრემიერლიგის დერეფნებში გაჩენილი იდეა - ამ ლიგიდან გავარდნა გააუქმონ, ინგლისურ ფეხბურთზე გამანადგურებლად იმოქმედებს. "ჩაქუჩების" თანამეპატრონე ამტკიცებს, რომ შეჯიბრების მამოძრავებელი ძალა გავარდნის შიშია. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სწორედ "ვესტ ჰემი" გავარდა პრემიერლიგიდან.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს პრემიერლიგის კლუბებს უცხოელი მეპატრონეები მოეძალენ და სწორედ მათ გაუჩნდათ ტრადიციული სისტემის შეცვლის იდეა. სალივანმა თქვა:

"პრემიერლიგიდან თუ არავინ გავარდა და მას არც ახალი გუნდები შეემატნენ, უკვალოდ გაქრება ის სისტემა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და და რომელსაც წლობით მივეჩვიეთ.

ახლა ცდილობენ დააკვიდრონ აზრი, რომ პრემიერლიგა ახალი "ბრენდია", თითქოსდა მას ძველ ინგლისურ პირველ ლიგასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ასე არ არის. პრემიერლიგა სწორედაც რომ ის, ძველი ინგლისური პირველი დივიზიონია, რომელსაც, უბრალოდ სახელი გამოუცვალეს. გასაგებია, რომ ამერიკული ფეხბურთის ლიგის მაგვარი ორგანიზაციის ჩამოყალიბება უნდათ, მაგრამ ეს ინგლისში, პრემიერშიფის გარეთ ცხოვრებას გააფუჭებს და საკუთრივ პრემიერშიფსაც ეშხს მოაკლებს".

სალივანი დარწმუნებულია, რომ ტრადიციული სისტემის გადაკეთება ყალბ ფასეულობებს შემოიტანს. ის დაძენს:

"ერთადერთი, ვფიქრობ, სამი გუნდის გავარდნასა და სამის შემოყვანას შეიძლება ორის გავარდნა და ორის შემოყვანა სჯობდეს. ანდა, ვთქვათ, პრემიერლიგის მე-19 გუნდი პირველი დივიზიონის მეორე, მესამე და მეოთხე გუნდებთან პლეი-ოფში ვათამაშოთ".

კიდევ, სალივანის რწმენით, პრემიერლიგიდან გავარდნის გაუქმება ტელეკომპანიებისთვის იქნება ცუდი, რაც კომერციულ მხარეზე იმოქმედებს ცუდად.

"ვფიქრობ, ეს ტელეკომპანია "სქაისაც" დააზარალებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ტელეკომპანიამ გასულ ზაფხულს სუონსიში, ნორვიჩსა და დასავლეთ ლონდონში უამრავი სატელიტური თეფში გაყიდა. თან დააკვირდით, ეს კანონი ათი წლის წინ რომ შემოეღოთ, დღეს "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში ვერ ითამაშებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა