უელსის ნაკრები პარასკევს ოქლენდში, "ედენ პარკზე" მესამე ადგილისთვის ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
უელსის ნაკრები პარასკევს ოქლენდში, "ედენ პარკზე" მესამე ადგილისთვის ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. წითელი "ურჩხულების" მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა.

დისკვალიფიცირებული კაპიტნის სემ ვერბარტონის ადგილს ფლანკერის პოზიციაზე რვა ნომერი ტობი ფალეტაუ დაიკავებს. რვა ნომრად კი ტრავმამოშუშებული რაიან ჯოუნზი დადგება.

შერკინების პირველ ხაზში დაშავებული ადამ ჯოუნზის ნაცვლად პაულ ჯეიმზი ითამაშებს. გეთლენდმა სულის მოთქმის საშუალება მისცა მეორეხაზელ ალან-ვინ ჯოუნზს, რომელიც ამჯერად სათადარიგოთა შორის იქნება. ძირითადში კი ბრედლი დევისი ითამაშებს.

უელსელებს ვერბარტონის არყოფნაში, რომელსაც სამკვირიანი დისკვალიფიკაცია აქვს, შერკინების ბურჯი, გეთინ ჯენკინსი უკაპიტნებს.

"მესამე ადგილისთვის მატჩში ჩვენ, ფაქტიურად, მორაგბეთა იგივე შემადგენლობას ვეყრდნობით, რომელმაც მსოფლიოს თასის გათამაშებაში აქამდე მოგვიყვანა. ერთადერთი ცვლილება, რომელიც არ იყო იძულებითი, მეორე ხაზში განვახორციელეთ. ალან-ვინ ჯოუნზს ფრანგებთან მატჩში, როცა ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, დიდი ჯაფა დაადგა. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ ცოტას დაისვენებს.

ავსტრალიის ნაკრებს ბოლოს ორიოდ თვის წინ შინ "მილენიუმზე" ვეთამაშეთ. ცხადია, კარგად ვიცნობთ ამ გუნდის თამაშს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შინ ზეიმით მიგვიღონ, როგორც მსოფლიოს სამ საუკეთესო გუნდს შორის შემავალი ნაკრები.

ჩვენ გრძელი და რთული გზა გავიარეთ, ბეჯითად ვიშრომეთ და, ვფიქრობ, მსოფლიოს რაგბის ისტორიის სახელმძღვანელოში ღირსეული ადგილის დაკავება ალალად გვერგება" - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

უელსის ნაკრები: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი, 10. ჯეიმზ ჰუკი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. პაულ ჯეიმზი. 4. ბრედლი დევისი, 5. ლუკ ჩარტერისი, 6. დენ ლიდიატი, 7. ტობი ფალეტაუ, 8. რაიან ჯოუნზი.

16. ლოიდ ბარნსი, 17. რაიან ბევინგტონი, 18. ალან-ვინ ჯოუნზი, 19. ენდი პოუელი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. სტივენ ჯოუნზი, 22. სკოტ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა