სტივენ ჯერარდს ეშინოდა, რომ ტრავმა და თითქმის შვიდთვიანი მკურნალობა მის კარიერაა დაასრულებდა
სტივენ ჯერარდს ეშინოდა, რომ ტრავმა და თითქმის შვიდთვიანი მკურნალობა მის კარიერაა დაასრულებდა. მისდა საბედნიეროდ, ჯერჯერობით სასიკეთო ნიშნებია - "ჯერო" "წითლების" სასტარტო შემადგენლობას "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა.

მანამდე, "ლივერპულის" კაპიტანი სამჯერ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. დღეს ის ამბობს, რომ ამ შვიდი თვის განმავლობაში ჰქონდა დღეები, როდესაც სრული უიმედობა იპყრობდა.

31 წლის ჯერარდი ყვება: "როგორც კი საზარდული ვიტკინე, მივხვდი, რომ სერიოზულ ტრავმასთან მექნებოდა საქმე, ისეთთან, როგორსაც შეჩვეული არ ვიყავი. ვცდილობდი ოპტიმისტური განწყობა შემენარჩუნებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ნირწამხდარი დავდიოდი. გამოგიტყდებით, ამ ხნის განმავლობაში ისეთი დღეებიც მქონდა, ფეხბურთელობის წლებში არასდროს რომ მქონია. ისე, დროგამოშვებით ეჭვი და უიმედობა, ალბათ ნორმალური ადამიანური რეაქციაა".

ინგლისის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი წლების განმავლობაში "ლივერპულის" თილისმად იყო მიჩნეული. გულშემატკივრები ყველაფერს, რასაც გუნდი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იგებდა სტივი ჯი-ს სახელს უკავშირებდა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში თილისმა საზარდულის ტკივილს ებრძოდა და ისე თამაშობდა. საბოლოოდ, მარტში, მას საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა მოუხდა.

"ოპერაციის წინა პერიოდში გაღიზიანებული ვიყავი და გამაყუჩებლის გარეშე სათამაშოდ ვერ გავდიოდი. რასაკვირველია, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ სწორად არ ვიქცეოდი და ნატკენ საზარდულს საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდებოდა, მაგრამ ისე მინდოდა მოედანზე გასვლა, რომ ოპერაციას ვდებდი და ვდებდი. მოკლედ, ყველა ღონეს ვხმარობდი ჩემს სხეულს ძველებურად რომ ემოქმედა, მაგრამ სულ ურფო აშკარა ხდებოდა, რომ ეს მე აღარ ვიყავი. გამაყუჩებელი ნემსების კეთება მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში შეიძლება, შემდეგ ორგანიზმი ნებდება. ასე მოუვიდა ჩემსასაც".

არც ოპერაციის შემდგომი პერიოდი იყო იოლი. ლივერპულელი ბიჭისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება ერთ კლუბში აქვს გატარებული, საყვარელი გუნდის თამაშის ტრიბუნიდან ცქერა იოლი საქმე არ იყო. თუმცა, ეს ყველაფერი ახლა წარსულს ჩაბარდა.

ტრავმის გარდა ჯერარდმა "ლივერპულის" მეკარის, 29 წლის პეპე რეინას ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერილ მოსაზრებებსაც გასცა პასუხი. რეინას წიგნის შესახებ ჩვენ "ლელოს" მკითხველს ერთი ხნის წინ მოვახსენებდით და ისიც ვთქვით, რომ ესპანელმა ჯერარდი და "ლივერპულის" კიდევ ერთი ვეტერანი, ჯეიმი კარაგერი კლუბის ყოფილ მეპატრონეებზე დაწერილ თავში მოიხსენია - რეინა წერს, რომ იგი ჯერარდისა და კარაგერისგან ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის წინააღმდეგ გამოსვლას ელოდა, მათ კი პრინციპული პოზიციის დაკავებას პრობლემებისთვის წაყრუება ამჯობინეს.

"ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც მე ჰიკსისა და ჯილეტის საწინააღმდეგოდ არაფერი მითქვამს, ჩვენი მაშინდელი მწვრთნელი, რაფა ბენიტესი იყო, - თქვა კაპიტანმა - რაფას არ უნდოდა, მეპატრონეების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა რომ მიმეღო. მე ბენისესს ვკითხე კიდეც, ხომ არ ჩავერიო, მეთქი, მაგრამ მან გაცლა მირჩია. ვფიქრობ, ამის მერე ჩემი მხრიდან ხმის ამოღება არასწორი იქნებოდა. თან, ძალიან მეეჭვება, ჩემი და "კარას" ჩარევის შემთხვევაში მეპატრონეებს ეთქვათ, კარგი, რაკიღა თქვენ ჩაერიეთ კლუბს 100 მილიონით იაფად გავყიდითო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა