"ქუინზ პარკ რეინჯერსისა" და "ჩელსის" შეხვედრაში მსაჯმა "ლურჯებს" ორი ფეხბურთელი გაუძევა, ყვითელ ბარათებს კი თვლა არ ჰქონდა
კვირას "ლოფტას როუდზე" დასავლეთ ლონდონის ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს: "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" "ჩელსის" 1:0 მოუგო. ეს გახლდათ შეხვედრა, რომელშიც მსაჯმა "ლურჯებს" ორი ფეხბურთელი გაუძევა, ყვითელ ბარათებს კი თვლა არ ჰქონდა.

ამავე შეხვედრაში მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი - "რეინჯერსის" მცველი, ანტონ ფერდინანდი და "ჩელსის" კაპიტანი, ჯონ ტერი შელაპარაკდნენ. ამბობენ, თითქოს ტერიმ ფერდინანდი რასისტულად შეურაცხყო. ტერი ბრალდებას უარყოფს.

ანტონ ფერდინანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველის, რიო ფერდინანდის ძმაა. ის 26 წლის გახლავთ, ტერი კი მასზე უფროსია, ოცდაათისაა. თუკი ინტერნეტში დაგდებულ ვიდეოჩანაწერით სიმართლის დადგენა შეიძლება, ტერიმ ფერდინანდი მართლა შეურაცხყო, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩელსელი ამას ცივად უარყოფს:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხი კომპიუტერის ეკრანიდან ასკვნის, რა ვუთხარი ანტონს. მათი დასკვნა მცდარია. საქმე ასე იყო: მომეყურა, რომ ანტონმა რასიზმში დამდო ბრალი, რაზეც აგრესიულად ვუპასუხე, ასეთ რამეებს არ ვამბობ, მეთქი. მე რასისტლი შეურაცხყოფა მართლაც არავისთვის არასდროს მიმიყენებია და მწყინს ხალხი რომ მაბრალებს.

ანტონს დიდი ხანია ვიცნობ. თამაშის შემდეგ მე ის ვნახე, ველაპარაკე და ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარდა. ის მე არაფერში არ მდებს ბრალს. მე ვამაყობ, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მრავალეროვან გუნდს ვკაპიტნობ და ღრმად მწამს, რომ რასიზმის ადგილი ფეხბურთში არ არის".

თამაშის შემდეგ "რეინჯერსის" და "ჩელსის" ფეხბურთელებმა, გასახდელში, დიდი ყვირილი მოაწყვეს, მაგრამ, თვითმხილველის თქმით, ხელი არავის აუწევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა