წინასწარი ინფორმაციით ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშება ფინანსურად წამგებიანი გამოდგა
ახალ ზელანდიაში დასრულებული მსოფლიო თასის გათამაშება ჯერ კიდევ დიდხანს იქნება სარაგბო სპეციალისტების განსჯის საგანი.

გასაანალიზებელი ჯერ კიდევ ბევრია. წინასწარი ინფორმაციით მსოფლიო თასის ეს გათამაშება ფინანსურად წამგებიანი გამოდგა. ამიტომ, ცხადია, საინტერესოა რა გზით განაგრძობს განვითარებას მსოფლიოს რაგბი.

ამჯერად, მსოფლიო თასის ფინალისტის, საფრანგეთის ნაკრების შესახებ ვიმსჯელოთ. ეს ქვეყანა სარაგბო თვალსაზრისით ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და ახლობელიცაა, რადგან ქართველ ლეგიონერთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ საფრანგეთის ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში ასპარეზობს.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლის თასზე არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. ჯგუფურ ტურნირში '"ლე ბლომ" ორი თამაში წააგო. თუ ახალ ზელანდიასთან მარცხი გასაგები და მისაღებია, ტონგასთან წარუმატებლობას არავინ ელოდა. თუმცა, მერე პლეი ოფში ასპარეზობისას გამოჩნდა, რომ ფრანგებს შესანიშნავი რაზმი ჰყავთ და ფინალში თამაში სამართლიანად დაიმსახურეს.

უცნაურია, მაგრამ საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ "ლე ბლოს" მწვრთნელის მარკ ლივერმონის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მსოფლიო თასის წინ მიიღო. მისი შემცვლელიც მალევე დაასახელეს, დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" თავკაცი ფილიპ სენტ-ანდრე. ის ახალ ზელანდიაში იმყოფბოდა და მომავალ შეგირდებს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თაობათა შორის წყვეტა ფრანგულ რაგბიში არასდროს ხდება. ფრანგთა ამჟამინდელ ნაკრებში ბევრი ისეთი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელთა უკვე საკამოდ მდიდარ გამოცდილებას მომავალი მწვრთნელი თამამად უნდა დაეყრდნოს. მაქსიმ მედარი, მორგან პარა, ფრანსუა ტრინ-დუკი, ლუი პიკამოლი, ფაბიენ ბარსელა, ფულენსე უოდრაოგო, მაქსიმ მერმოსი და ტომა დომინგო - ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მხრებით უნდა ზიდონ ნაკრების ლიდერების მძიმე ტვირთი.

საფრანგეთი მდიდარია ნიჭიერი მორაგბეებით. ამ ქვეყნის სამხრეთში რაგბი ესმით და უყვართ არანაკლებ, ვიდრე ახალ ზელანდიაში. რაგბი აქ უდავოდ სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. რაგბის "ლე ბლოსეული" სტილი ყოველთვის გამორჩეული იყო, ის სხვას არასდროს ჰგავდა.

რაგბის პროფესიულ ერაში, ფრანგთა თამაში რომანტიკულთან ერთად პრაგმატულიც გახდა, იხვეწება და, შესაბამისად, "ლე ბლო" მომავალშიც ბევრჯერ გაგვაოცებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა