გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე "სპარტაკთან" წაგების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გუშინ "დილამ" ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო, თანაც შინ, ამჯერად ცხინვალის "სპარტაკთან" (1:2) და კლუბის ახალმა დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გორელებმა ჩემპიონატის სტარტზე ფეხბურთი უფრო კარგი აჩვენეს, ვიდრე შედეგი - ბოლოს და ბოლოს, "ზესტაფონი" სტუმრად 4:0 დაამარცხეს, ღია და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც ცეცაძის დამსახურება იყო, მაგრამ ბოლო ოთხი ტურია, გუნდი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა - რა გახდა ამის მიზეზი?

"როდესაც ოთხ მატჩს წააგებ, გათავისუფლება არ უნდა გაგიკვირდეს. "სპარტაკთან" მატჩის შემდეგ ეს გადაწყვეტილება რომ მაცნობეს, კითხვები არ დამისვამს. ფაქტია, რომ კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ, იყო რაღაც სხვა მიზეზებიც, რამაც ჩავარდნა გამოიწვია. მაგრამ სხვაზე გადაბრალება არ მიყვარს, ესეც ჩემი ბრალი იყო. მოვა სხვა მწვრთნელი და, იმედია, საქმეს უკეთ გაუძღვება.

თუმცა, მიმაჩნია, რომ "დილაში" ცუდი სამუშაო არ ჩამიტარებია, ალბათ, მაყურებელს პატარა სიხარულიც მივანიჭეთ და იმედია, მცირე მადლიერების გრძნობა მაინც დარჩათ. სხვა ყველაფერი ბუნებრივია, იგებ, კარგად ხარ, აგებ და - გიშვებენ" - ამბობს ცეცაძე.

დალაქიშვილის თქმით, გუნდს დროებით რამაზ სოღოლაშვილი გაწვრთნის, გორელთა ყოფილი მეკარე, რომელსაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მუშაობის გამოცდილება და "ა" კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა