"მანჩესტერ სიტის" მეპატრონემ, შეიხმა მანსურმა რობერტო მანჩინის შეუთვალა, თუკი ტევესი სასამართლოში გიჩივლებს, პროცესთან დაკავშირებული ყველა ხარჯს პირადად მე გადაგიხდიო
"მანჩესტერ სიტის" მეპატრონემ, შეიხმა მანსურმა მწვრთნელ რობერტო მანჩინის შეუთვალა, თუკი კარლოს ტევესი სასამართლოში გიჩივლებს, პროცესთან დაკავშირებული ყველა ხარჯს პირადად მე გადაგიხდიო.

მოგეხსენებათ, რაზეც არის ლაპარაკი: "სიტიმ" და მისმა 27 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა დავაში ძალიან შორს შეტოპეს.

საქმე სექტემბრის ბოლოს მომხდარ ამბავს ეხება: მანჩესტერული კლუბი ამტკიცებს, რომ მიუნხენის "ალიანს არენაზე", "ბაიერნთან" შეხვედრის დროს, ტევესმა მანჩინის მოედანზე შესვლაზე უარი განუცხადა. შესაბამისად, კლუბმა ფეხბურთელი ოთხი კვირის ხელფასის დაქვითვით დასაჯა, ეს კი, დაახლოებით მილიონი ფუნტი გახლავთ. ფეხბურთელმა გადაწყვიტა ისტლენდელებს თავი არ წაუხაროს და სასამართლოში იჩივლოს. ის ამტკიცებს, რომ მანჩინისთვის მოედანზე შესვლაზე უარი არ უთქვამს.

ფეხბურთელის ქცევამ ძალიან გააღიზიანა პრემიერლიგის კლუბის არაბი მეპატრონე, შეიხი მანსური, რომელიც მზად არის ბოლომდე მიყვეს საქმეს და თუ საჭიროა, მანჩინის საკუთარი ჯიბიდან მისცეს ფული ტევესისთვის ჭკუის სასწავლებლად. ამასთან, "მანჩესტერ სიტიში" ვარაუდობენ, რომ არგენტინელი ფორვარდი მწვრთნალის წინააღმდეგ სასამართლოში წასვლას ვერ გაბედავს, რადგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა მისი სამომავლო კარიერისთვის წამგებიანი იქნება.

ცნობილია, რომ მანჩინი ტელეფონით ელაპარაკა "მანჩესტერ სიტის" თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქს და მუბარაქმა სწორედ ამ საუბრის დროს უთხრა მას, რომ შეიხი ყველაფერზე წავა, ოღონდ კი გათავხედებული ტევესი ბოლომდე დაისაჯოს.

სხვა სიტყვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ არაბები არგენტინელ თავდამსხმელს იანვარში კი არ გაყიდიან, არამედ კონტრაქტით გათვალისწინებული ორი წლის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დასვამენ, რათა მან კვალიფიკაცია სრულიად დაკარგოს და ფეხბურთელად ვეღარ ივარგოს - ასეთი იქნება შურისძიება.

რასაკვირველია, კლუბის მხრიდან ეს დიდძალი ფულის დაკარგვასთან იქნება დაკავშირებული თუ ტევესი იანვარში მაინც გაიყიდება, ფასს 40 მილიონი ფუნტიდან ანუ 64 მილიონი დოლარიდან ერთი ცენტიც არ დააკლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა