"მოლინოს" სტადიონზე ჯონსონმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი სამირ ნასრის გაუწია ასისტენტობა, თუმცა ჯეიმი ო’ჰარას გოლი მისი ბრალიც იყო
მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის ნახევარმცველმა, ადამ ჯონსონმა "ქარლინგის თასის" შეხვედრაში, "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ, შესანიშნავად ითამაშა და 5:2 გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი, რობერტო მანჩინი მისგან კიდევ უფრო მეტს ელის.

"მოლინოს" სტადიონზე ჯონსონმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი სამირ ნასრის გაუწია ასისტენტობა, თუმცა ჯეიმი ო’ჰარას გოლი მისი ბრალიც იყო. საბოლოოდ, ისტლენდელთათვის მაინც ყველაფერი კარგად დამთავრდა. მათ 27 წუთიან მონაკსვეთში ხუთი გოლი გაიტანეს და მეოთხედფინლაში გავიდნენ, მანჩინიმ კი თქვა:

"ჯონსონი ხანდახან ასე ფიქრობს: გოლი გავიტანე და საგოლე პასიც გადავაწოდე. ესე იგი, დღეს მეტი აღარაფერი მომეთხოვება. ასეთი დამოკიდებულება არ ვარგა. ადამი ახალგაზრდაა და შეუძლია, როგორც ფეხბურთელი ძალიან გაიზარდოს. ამისათვის, მან სხვანაირად უნდა დაიწყოს ფიქრი. მისი მიდგომა ასეთი უნდა გახდეს: მართალია, გოლი გავიტანე და საგოლე პასიც გადავაწოდე, მაგრამ დღეს მე კიდევ ერთი უნდა შევაგდო და ერთი საგოლე პასიც გადავაწოდო, მერე კი დაცვაში გავიქცე და მოწინააღმდეგეს შევუშალო ხელი".

შემდეგ მანჩინიმ დასძინა: "წარმოუდგენელს არაფერს ვამბობ. მას შეუძლია ასეთი დამოკიდებულება გამოიმუშაოს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ჯონსონი ერთ-ერთი უძლიერესი ჰაფბეკთაგანი უნდა გახდეს. როგორც გითხარით, ის ჯერ ახალგაზრდაა და პრემიერლიგაში მხოლოდ მესამე შეხვედრას ატარებს. როდესაც ვატყობ, რომ ის მოედანზე მთელს გულსა და სულს არ სტოვებს, ძალიან უკმაყოფილო ვრჩები ხოლმე. თუ გნებავთ, დღევანდელი შეხვედრის მაგალითზე ვნახოთ: მან თითქოსდა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ იმ ეპიზოდში, როდესაც "ვულვზმა" მეორე გოლი გაგვიტანა, მოწინააღმდეგეს არ გამოეკიდა.

ადამის პოზიციაზე ჩვენ გუნდში სხვა ფეხბურთელი არ გვყავს. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყოველ შეხვედრაში ვათამაშებ, მაგრამ, თუ მოიწადინებს და ამ დიდ უპირატესობას გამოიყენებს, საკმაოდ ხშირად იქნება მოედანზე. მოკლედ, პრაქტიკა ნამდვილად არ მოაკლდება".

"ვულვერჰემპტონისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრაში შერეკილი მარიო ბალოტელი სკამზე იჯდა. ხალხს მოეჩვენა, რომ უქმად მჯდომმა თამაშის დამთავრების შემდეგ თავისივე კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს ჩხუბი დაუწყო. როდესაც პრესკონფერენციაზე შესულ მანჩინის ეს უთხრეს, მან გაიცინა:

"ვინ? მარიომ? არა, მსგავსი არაფერი მომხდარა".

პრესკონფერენციის დაწყების წინ ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ კარლოს ტევესის დასჯასთან დაკავშირებით მანჩინისთვის კითხვები არ დაესვათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა