რუსეთის მეორე ნაკრებში მიწვეულ ნალჩიკის "სპარტაკის" ნახევარმცველს საქართველოს სახელით სურს თამაში
რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ნალჩიკის "სპარტაკის" შემადგენლობაში დავით სირაძესთან ერთად რუსული პასპორტის მქონე 24 წლის ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამაც ძირითადში ითამაშა.

"გუჯა რუხაიას საქართველოში კარგად არ იცნობენ. ის ბათუმელი ბიჭია, საქართველოს ნაკრებში თამაში სურს და მიმაჩნია, რომ თავს არ შეირცხვენს. შემტევი მარჯვენა ნახევარმცველია, სწრაფია, ბურთი იცის და თან ძალიან შრომისმოყვარეა. ახალი მწვრთნელი ენდობა და ძირითადშიც ათამაშებს. ცოტა ხნის წინ იური კრასნოჟანმა რუსეთის მეორე ნაკრებში გამოიძახა და მე დამეკითხა, რა ვქნაო, თუ საქართველოდან შემეხმიანენ, ხომ კარგი თუ არა და... აი, ამ "თუ არა და"-ზე უკვე "იჭედება", არ იცის, რა ქნას", - გვითხრა თანაგუნდელზე დავით სირაძემ, რომლის დახმარებითაც გუჯა რუხაიას დაველაპარაკეთ.

- რუსეთის მეორე ნაკრების კანდიდატი ყოფილხარ.

- კრასნოჟანმა რომ გამომიძახა, ბათუმში საქმე მაქვს-მეთქი, მოვიმიზეზე და შეკრებას თავი ავარიდე. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, რუსეთის მეორე ნაკრები ბელარუსს ხვდებოდა.

- რუსეთის ნაკრებზე უარი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრას იმედოვნებ.

- ცხადია, იმედიც მაქვს და სურვილიც. ქართველი ვარ და, თუ ნაკრებში ვითამაშებ, მსურს, ეს ჩემი ქვეყნის გუნდი იყოს. თუმცა, არც ვიცი, ჩემით დაინტერესდებიან თუ არა. ისე არ გამიგოთ, თითქოს ნაკრებს ჩემს კანდიდატურას თავს ვახვევდე. მაგრამ იმედის უფლებას მაინც ვიტოვებ.

- რუსეთში როგორ მოხვდი?

- ვარჯიში მშობლიურ ბათუმში დავიწყე. მერე თბილისში ჩამოვედი და რეგიონული ლიგის "ყაზბეგში" ვთამაშობდი. 2004 წელს რუსეთში წავედი, ჯერ რუსეთის მეორე ლიგის ვლადიკავკაზის "ავტოდორში" ჩავირიცხე, შემდეგ კი ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცსა" და სტავროპოლის "დინამოში", საიდანაც სოჭის "ჟემჩუჟინაში" მიმიწვიეს. სწორედ ამ გუნდში შემნიშნა ნალჩიკის "სპარტაკის" სელექციონერმა და წლეულს გუნდში ამიყვანეს.

- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თუ გითამაშია?

- არც საქართველოსა და არც რუსეთის ნაკრებებში ერთხელაც არ მივუწვევივარ. ალბათ, იმიტომაც, რომ კარგად არც ჩვენში მიცნობდნენ და არც რუსეთში.

- რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ნაკრებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

- ჯერჯერობით ჩემით არ დაინტერესებულან, ან არ ვიცი, რომ ინტერესი აქვთ. რუსეთის პასპორტი რომ მაქვს, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ აქ გაზრდილი ვარ და საქართველო არ მაინტერესებს. ასე ბევრი ქართველია და მათ ენაც დაავიწყდათ. ისე, მე მეტყობა, რომ ქართული დავივიწყე? ჩვეულებრივად ვლაპარაკობ.

- ქართველი გვერდში გყავს და რა დაგავიწყებდა.

- ნალჩიკამდე დათოს არ ვიცნობდი, ახლა კი მიხარია, ასეთ ადამიანს რომ შევხვდი. საერთოდ, გუნდში მისვლის პერიოდი ძნელია, სანამ ხალხს გაიცნობ, შეეჩვევი და ადაპტაციას გაივლი, დრო გჭირდება. მე ეს პროცესი სირაძემ გამიადვილა, "სპარტაკში" ავტორიტეტი აქვს და გვერდში ძმასავით დამიდგა. ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

- შენი მაგალითიდანაც ჩანს, რომ რუსეთში ბევრი უცნობი ქართველი თამაშობს.

- ალბათ, ასეცაა, ბოლო წლებში ხომ ბევრი ქართველი წამოვიდა, მაგრამ მე პირადად ბევრს არ ვიცნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geosochi
სოჭის ჟემჩუჟინაში ვაკვირდებოდი მის თამაშს და ნამდვილად გუნდში ერთ ერთი საუკეთესო იყო, რაც მომწონდა აბ ბიჭის, ეს ის რომ ბოლომდე დარბოდა და არ ჩერდებოდა თითქმის არასდროს!
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა