ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზესტაფონი-ტორპედო 0:1 - გეგუჩაძის ტრიუმფი ზესტაფონში

ზესტაფონი-ტორპედო 0:1 - გეგუჩაძის ტრიუმფი ზესტაფონში

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
ზესტაფონი, დ.აბაშიძე, 4500 მაყურებელი

ზესტაფონი-ტორპედო 0:1

0:1 დიღმელაშვილი (66)

ზესტაფონი ტორპედო

4-4-2 4-4-1-1

მამალაძე მიგინეიშვილი

ალადაშვილი დ.ფოფხაძე

ონიანი თოდუა

საჯაია გამეზარდაშვილი

ელიავა გურული

აფციაური დოლიძე

გორგიაშვილი დიღმელაშვილი

ძარია გ.დათუნაიშვილი

გრიგალაშვილი თარხნიშვილი

დვალი ბოლქვაძე

გელაშვილი გოცირიძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. ჭიაბრიშვილი გია გეგუჩაძე

ზესტაფონი

67. გორგიაშვილი-ბენაშვილი

77. დვალი-წინამძღვრიშვილი

77. აფციაური-ბაბუნაშვილი

სათადარიგოები: მეშველიანი, ღონღაძე, კობახიძე, ფიფია

ტორპედო

62. ბოლქვაძე-იოსელიანი

64. გოცირიძე-მეგრელაძე

77. დოლიძე-საბანაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ჩიკვილაძე, კუხიანიძე

გაფრთხილება: გ. დათუნაიშვილი (19), საჯაია (81), გელაშვილი (83)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

იმერულ დერბის ინტრიგა არასდროს ჰკლებია, მაგრამ, მიზეზთა გამო, გუშინდელი მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ჯერ ერთი, ერთმანეთს სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები ხვდებოდნენ; მეორე და არანაკლებ დამაინტრიგებელი ფაქტორი კი მწვრთნელთა ამბავი იყო.

მოგეხსენებათ, "ტორპედოს" დამრიგებელი გია გეგუჩაძე წლების განმავლობაში ედგა სათავეში "ზესტაფონს" და გასულ სეზონში ზემოიმერული გუნდი ჩემპიონიც გახადა. მას ყოფილი კლუბისა და თანაშემწის გია ჭიაბრიშვილის წინააღმდეგ პირველად უწევდა დაპირისპირება და ეს დუელი ადგილობრივ გულშემატკივრებშიც ძალიან დიდ ინტერესს აღძრავდა. ბარემ აქვე ვიტყვით, რომ მწვრთნელთა დუელში გამარჯვებული გაცილებით გამოცდილი გეგუჩაძე დარჩა, რომელმაც "ტორპედოს" ზედიზედ მეხუთედ მოაგებინა და ცხრილის შუა ნაწილიდან მეორე პოზიციამდე დააწინაურა. თანაც, ქუთათურებმა ამ მატჩის შემდეგ ლიდერ "ზესტაფონთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირეს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას ზესტაფონი საკადრისი საფეხბურთო ატმოსფეროთი დაუხვდა. თამაშს დარიც დაერთო და, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ტელევიზიით გადაიცემოდა, "დავით აბაშიძეზე" 4000-ზე მეტმა მაყურებელმა მოიყარა თავი. ადგილობრივი გულშემატკივრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გეგუჩაძეს "ზესტაფონში" ნაღვაწი არ დაუვიწყეს და მატჩის წინ გულთბილად დაუხვდნენ.

შეხვედრამ ავანსები სრულად გაამართლა. მაყურებელმა ძალზე დაძაბული და საინტერესო თამაში იხილა. ბურთის ფლობაში მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ "ტორპედომ"კონტრშეტევებზე ააწყო თამაში და შანსიც უკეთ გამოიყენა.

საწყისი წუთები "ტორპედოს" აქტიურობით წარიმართა. პირველი რეალური მომენტიც სტუმრებმა შექმნეს, თარხნიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ დავით ბოლქვაძემ მეორე ცდაზე მცველების გარემოცვაში რთული პოზიციიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მამალაძემ შეძლო მდგომარეობის განმუხტვა. მომდევნო შეტევისას კი გურულის ფლანგურ ჩაწოდებას გოცირიძე თავური დარტყმით გამოეხმაურა და ამჯერადაც მამალაძემ იყოჩაღა. ამის შემდეგ უპირატესობა ფეროელთა ხელში გადავიდა და გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქე ტაიმის ბოლომდე დაძაბულობაში ამყოფა.

ყველაზე დიდ პრობლემებს სტუმრებს გრიგალაშვილი და დვალი უქმნიდნენ. კარგად ირჯებოდა თორნიკე აფციაურიც, რომელმაც მე-16 წუთზე მცველის მოტყუების შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან ყუმბარისებურად გაისროლა და ბურთი ხარიხას ოდნავ გადააცილა. შემდეგ ისევ გრიგალაშვილი მოექცა ყურადღების ცენტრში, ალადაშვილის ბრწყინვალე, 50-მეტრიანი გადაცემის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ფოფხაძეს გასცდა და კარისკენ უხერხული ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი, თუმცა ომარ მიგინეიშვილმა აკრობატული ნახტომით მოიგერია ბურთი. გრიგალაშვილმა იქვე, მეორედაც მოჭრილი დარტყმით შეაწუხა მეკარე, მაგრამ ქუთაისელთა კიპერი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ზესტაფონელები მეტოქეზე დაწოლას განაგრძობდნენ, ქუთათურებმა კი კონტრშეტევებზე ააგეს თამაში. მასპინძლები ორჯერ იყვნენ ახლოს გატანასთან, ჯერ ონიანის სახიფათო საჯარიმოს დვალი ვერ გამოეხმაურა, გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ კი ტორპედოელები ძელმა იხსნა. 35-ე წუთზე საკამათო ეპიზოდი იყო, დვალი თოდუასთან ორთაბრძოლისას მეტოქის საჯარიმოში დაეცა და მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ გვანცელაძემ წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

"ტორპედომ" მეტოქის შეტევებს გაუძლო და კარი მშრალად შეინახა. შესვენების შემდეგ კი შეხვედრა სტუმართა სახიფათო იერიშით განახლდა, თარხნიშვილის აქტიურობის შემდეგ დოლიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა და მამალაძეს ბურთის მოსაგერიებლად მთელი თავისი ოსტატობის ჩვენება დასჭირდა. მასპინძლებმა უმალვე შტურმით უპასუხეს, გრიგალაშვილს და გორგიაშვილს შეეძლოთ გატანა, პირველ შემთხვევაში ბურთი მიზანს ასცდა, მეორე ეპიზოდისას კი ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა მიგინეიშვილმა იყოჩაღა და მდგომარეობა განმუხტა. ზესტაფონელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს.

მოედანზე რამდენიმე წუთის გამოსულმა გივი იოსელიანმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო შეასრულა, მამალაძე გამოსვლისას შეცდა და საჯარიმოში უყურადღებოდ დატოვებულმა დიღმელაშვილმა დაუცველი კარი დალაშქრა - 0:1.

ზესტაფონელები ბევრს ეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ "ტორპედოს" დაცვა უშეცდომოდ თამაშობდა. ფეროელებს ორჯერ საჯარიმოთი მიეცათ გატანის შანსი, გელაშვილის უძლიერესი დარტყმისას ქუთაისელთა კიპერმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, გრიგალაშვილის საჯარიმო კი სულ მცირედით ასცდა კარს.

ქუთათურებს უფრო სოლიდური სხვაობით გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ საბანაძის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა იოსელიანმა შანსი ვერ გამოიყენა. მალე მატჩიც დასრულდა და ტრიბუნებზე მრავლად მყოფმა ქუთაისელმა გულშემატკივარმა სტადიონი "გეგუჩაძე, გეგუჩაძის" სკანდირებით დატოვეს.

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე: "მადლობა მინდა გადავუხადო ზესტაფონელ გულშემატკივრებს გულთბილი დახვედრისთვის. საინტერესო და დაძაბული თამაში იყო, "ზესტაფონს" ბურთის ფლობის მხრივ დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ კონტრშეტევებისა და თავდადებული თამაშის ხარჯზე გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და ამ მხრივ ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო"

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა და მძიმე მატჩი გველოდა. თანაბარი თამაში იყო. გოლის გატანის შანსები გვქონდა და, მეტოქისგან განსახვავებით, ვერ გამოვიყენეთ. ვეცდებით, დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ და მომავალ მატჩებში უკეთ ვითამაშოთ. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა დვალის წაქცევის მომენტში თერთმეთმეტრიანი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუ თამაშის მოგება გინდა, უნდა გაიტანო და ერთ დანიშნულ თუ არდანიშნულ თერთმეტმეტრიანს მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭო... რადგან მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ალბათ, არც იყო."

უმაღლესი ლიგა. XII ტური

სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

ზესტაფონი 12 8 2 2 25-14 26

ტორპედო 12 8 1 3 15-7 25

დინამო 12 8 1 3 25-12 25

მეტალურგი 12 6 3 3 17-13 21

მერანი 12 6 2 4 14-12 20

ბაია 12 6 1 5 15-10 19

ვიტ ჯორჯია 12 4 3 5 11-15 15

გაგრა 12 4 1 7 12-17 13

კოლხეთი 12 3 3 6 11-18 12

დილა 12 3 2 7 16-19 11

სპარტაკი 12 2 4 6 8-18 10

სიონი 12 1 3 8 8-22 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mate

ასეთი სუბიექტური სტატია ლელოს არ ეკადრება!!! გაზეთი რომელიც 1934 წლიდან იბეჭდება და ასეთი ისტორია აქვს ასე სუბიექტურად არ უნდა წერდეს ამ მატჩზე.

• levani kaxeti

როგორც მოსალოდნელი იყო მშვენიერი თამაში გამოდგა, აზარტული და დინამიური; ორი აზრი არ არსებობს, რომ "ზესტაფონი" ამ ეტაპზე უკეთესი გუნდია ვიდრე "ტორპედო", განსაკუთრებით ტექნიკური მომზადებით; ჩემი აზრით "ტორპედომ" დამსახურებულად გაიმარჯვა, მწვრთნელის ტაქტიკამ გაამართლა, როგორც ჩანს გეგუჩაძემ ჭიაბრიშვილს "ხეზე ასვლა" არ ასწავლა; ეს ისე ხუმრობით. ვულოცავ გიას და მის დიდებულ გუნდს წარმატებას.

• GIA

სანახაობრივად კარგი თამაში იყო, დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს საქართველოს ჩემპიონატზე. თამაშის ბედი გადაწყვიტა ტაქტიკამ, რომელიც გეგუჩაძემ სწორად შეარჩია. ზესტაფონი პირველ ტაიმში ფლობდა დიდ უპირატესობას, მაგრამ ვერ გამოიყენა. დიდი ენერგია დახარჯა და მეორე ტაიმში ძალები არ ეყო.ტორპედომ, კი კარგად გამოიყენა მამალაძის შეცდომა და თამაში მოიგო.ტორპედო წელს ბევრ გუნდს გაამწარებს. დარწმუნებული ვარ ეს გუნდი ჩემპიონი თუ არა სამეულში აუცილებლად მოხვდება.რაც შეეხება დვალზე პენალის არ დანიშვნას, ჩემი აზრით პენალტი არ იყო, რადგანაც თოდუას ფეხს თვითონ დვალი შეეხო ფეხით უცნაური მოძრაობით.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია