„ჩელსის“ მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა "არსენალთან" მარცხის შემდეგ თავის ფეხბურთელებს განკითხვის დღე მოუწყო
„ჩელსის“ მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა კვირას თავის ფეხბურთელებს განკითხვის დღე მოუწყო. მოგეხსენებათ, შაბათს მათ „არსენალთან“ 3:5 წააგეს. პორტუგალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამ დღეს მას და გულშემატკივარს ფეხბურთელებმა უღალატეს.

უფრო ზუსტად, საქმე ასე იყო: კვირას დასავლეთლონდონური კლუბის მოთამაშეები საწვრთნელ ბაზაზე ჩვეულებრივი, განმუხტვის ვარჯიშის ჩასატარებლად მივიდნენ - ასე ხდება ხოლმე მატჩის შემდეგ დღეს - მაგრამ სხვა რამ დახვდათ. ჯერ ერთი, ვილაშ-ბოაშმა გასახდელში სულ ცეცხლი ჰყარა, შემდეგ კი ფეხბურთელები მოედანზე გაიყვანა და ისე დატვირთა, ტყავი გააძრო.

33 წლის თავკაცი უპირველეს ყოვლისა იმას გაუბრაზებია, რომ შაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე“, „ლურჯებმა“ მის დავალებას გადაუხვიეს და სულ სხვა რაღაც ითამაშეს. ამის შემდეგ, მას მოთამაშეებისთვის კატეგორიულად მოუთხოვია, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგაში, „გენკთან“ და მომდევნო შაბათს, პრემიერლიგაში, „ბლექბერნთან“ უკიდურესად მოინდომონ და დანაშაული გამოისყიდონ. დასავლეთლონდონელებმა ინგლისის პირველობის ბოლო ორი თამაში წააგეს და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ცხრა ქულით ჩამორჩებიან.

„დეილი მეილმა“ შეიტყო, რომ „ჩელსის“ ის ფეხბურთელები, რომლიბიც წინა მწვრთნელებთან ყინჩად იყვნენ და როდესაც საჭირო იყო, თავიანთ აზრს თამამად გამოთქვამდნენ, ვილაშ-ბოაშის მრისხანებას ჩუმად უსმენდნენ. წყარომ გაზეთს ისიც უთხრა, რომ მწვრთნელი პიროვნებებს არ შეხებია, თუმცა ფეხბურთელებს, როგორც გუნდს, შავი დღე აყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა