„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა პრემიერლიგის ლიდერზე თქვა, შესაძლოა სეზონი გაწბილებულმა დაასრულოსო
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ვარსკვლავი, 28 წლის ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი „მანჩესტერ სიტიზე“ ლაპარაკის იშტაზე მოვიდა და პრემიერლიგის ლიდერზე თქვა, შესაძლოა სეზონი გაწბილებულმა დაასრულოსო. ვან დერ ვაარტი ამბობს, რომ ისტლენდელთა ყველაზე დიდი პრობლემა მისი ფეხბურთელების ვეებერთელა ეგოა:

„ისინი რეალური პრობლემის წინაშე დგანან და ეს პრობლემა მათი ფეხბურთელების მედიდურობაა. ნებისმიერი გუნდი, რომელშიც ბევრი დიდი ვარსკვლავი თამაშობს, პრობლემის წინაშე დგას. რასაკვირველია, ამას რომ ვამბობ, იმასაც კარგად ვხედავ, რომ დღეს „სიტი“ საუცხოო ფორმაშია და თამაშებს ძალიან ადვილად იგებს. ისტლენდელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დამაჯერებლად აჯობეს და, თან 6:1“.

მოგეხსენებათ, რობერტო მანჩინის გუნდი ათი ტურის შემდეგ პრემიერლიგას ხუთი ქულით ლიდერობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იტალიელ მწვრთნელს მალიმალ აქვს კონფლიქტები ფეხბურთელებთან: ედინ ჯეკოსთან, ადამ ჯონსონთან და, ყველაზე მეტად, კარლოს ტევესთან.

ვან დერ ვაარტს ვარსკვლავებით გადავსებული გუნდის პრობლემები საკუთარი თვალით აქვს ნანახი. 2010 წლის აგვისტოში „ტოტენჰემში“ გადასვლამდე ის „რეალში“ თამაშობდა:

„დიდ კლუბებში ასეა: როდესაც ახალი ძლიერი ფეხბურთელების ჯგუფს ყიდულობენ, ძველი ვარსკვლავები უკმაყოფილოები რჩებიან. „რეალში“ ექვსი ჰოლანდიელი ვიყავით და დაახლოებით ნახევარ წელიწადში ყველამ დავტოვეთ იქაურობა. იგივე პროცესები მიმდინარეობს „მანჩესტერ სიტიში“. შეხედეთ ემანუელ ადებაიორს. ის „ტოტენჰემში“ საუცხოოდ თამაშობს, არადა „სიტიში“ შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდებოდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა