რობერტო მანჩინიმ კარლოს ტევესს ერთხელაც შეუთვალა, რომ მისი კარიერა შეიძლება ძალიან იოლად დაუბრუნდეს ჩვეულებრივ კალაპოტს
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ 27 წლის არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესს ერთხელაც შეუთვალა, რომ მისი კარიერა შეიძლება ძალიან იოლად დაუბრუნდეს ჩვეულებრივ კალაპოტს.

ამისათვის, თურმე, ერთადერთი რამ არის საჭირო - ტევესმა ბოდიში უნდა მოიხადოს. როგორც ხედავთ, ისტლენდელთა იტალიელმა თავკაცმა სექტემბრის ბოლოს დადებული პირობა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ხმას არ ამოიღებდა, ხუთკვირიანი დუმილის შემდეგ დაარღვია. მანჩინიმ თქვა:

"ჩვენ, ყველანი, ვცდებით. მთავარია, ბოდიშის მოხდა შეგვეძლოს. თუ ბოდიშს მოვიხდით, ყველაფერი დამთავრდება. ფეხბურთელობის წლებშიც ასე მიმაჩნდა და ახლაც იმავე აზრისა ვარ. რაც შეეხება კარლოსს, ამის შესახებ მას ჯერ კიდევ 20 დღის წინ ვუთხარი. ბოდიში ერთ-ერთი მოკლე სიტყვათაგანია, მის წარმოთქმას დიდი დრო არ სჭირდება. ტევესის აგენტს ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი, რომელიც გარს აკრავს, ძალიან მცდარ რჩევებს აძლევებს".

ამის შემდეგ ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დააზუსტეს, მწვრთნელს ჰკითხეს აქვს თუ არა "ბოკა ხუნიორსში", "კორინთიანსში", "ვესტ ჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" ნათამაშებ ფორვარდს "სიტიში" კარიერის გაგრძელების შანსი. მანჩინიმ მიუგო:

"დიახ, ოღონდ ეს მხოლოდ მას მერე მოხდება, რაც ბოდიშს მოიხდის".

იტალიელი სპეციალისტის ამ სიტყვების შემდეგ ტაბლოიდებმა ფეხბურთელთან ან მის გარემოცვასთან სცადეს დაკავშირება, მაგრამ არგენტინელის ბანაკიდან კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც "სიტის" ფეხბურთელები ესპანეთში, "ვილიარეალთან" ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩასატარებლად იყვნენ, ტევესი მანჩესტერს არ გაცილებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე