ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯონ ტერი: ნაკრებში გამომიძახე, ფაბიო!

ჯონ ტერი: ნაკრებში გამომიძახე, ფაბიო!

"ჩელსის" კაპიტანმა ფაბიო კაპელოს თხოვნით მიმართა, გამოძიების გამო არაფერი შეცვალოს და შეკრებაზე ჩვეულებრივ გამოიძახოს
სანამ ნაკრების ამბავს მოვყვებოდეთ, იმ საქმის შესახებ ვთქვათ, რომელსაც ცალკე ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იძიებს და ცალკე ლონდონის პოლიცია.

ლაპარაკია "ქუინზ პარკ რეინჯერსისა" და "ჩელსის" შეხვედრაში, "რეინჯერსის" 26 წლის მცველ ანტონ ფერდინანდსა და "ლურჯების" 30 წლის კაპიტან ჯონ ტერის შორის მომხდარ ინციდენტზე - ტერის რიო ფერდინანდის უმცროსი ძმის რასობრივი შეურაცხყოფა ედება ბრალად. სიახლე ის გახლავთ, რომ ეპიზოდი, როდესაც ტერი ფერდინანდს აგინებს ტელეკომპანია "სკაი სპორტის" ოცზე მეტი კამერიდან კიდევ ერთს ჰქონია გადაღებული.

მოგეხსენებათ, გამოძიება აქამდე მხოლოდ ერთ ჩანაწერს ატრიალებდა, ახლა კი საშუალება აქვს, მეორეც დაატრიალოს. მეორე მხრივ, როგორც ირკვევა, ახალი ჩანაწერი გამოძიებისთვის რეალურად ვერაფერს ცვლის. ერთი ესაა, გინების ფაქტს წყალი აღარ გაუვა, "ლურჯების" კაპიტანმა "რეინჯერსის" მცველს ნამდვილად უთხრა ცუდი სიტყვები, სადაც ფრაზა "შე შავო" ერია.

ამ სიტყვებს, როგორც იცით, არც ტერი უარყოფს, უბრალოდ, ამბობს, რომ ისინი სულ სხვა კონტექსტში თქვა. კერძოდ, "ჩელსის" კაპიტნის ვერსიით ფერდინანდს მოეჩვენა, რომ მან "შე შავო" დაუძახა და ჩხუბი დაუწყო, რის გამოც ტერი იძულებული გახდა დაახლოებით ასეთი რამ ეპასუხა: "რატომ მაბრალებ, რომ შავი ... დაგიძახე?!" ვეტერანი ყვება, რომ ეს მან გაბრაზებულმა წარმოთქვა და ჩანაწერებშიც სწორედ ეს ეპიზოდი ჩანს.

ამრიგად, საკითხს ნათელი ვერც ახალმა ჩანაწერმა მოჰფინა. აქაც კარგად ჩანს, ტერი ფერდინანდს "შე შავოს", რომ უძახის, მაგრამ რა ხდებოდა მანამდე, კვლავ გაუგებარია, რადგან კადრში მოკინკლავე წყვილს სხვა ფეხბურთელები ეფარებიან. გამოდის, რომ ტერი თავის ვარიანტს ვერაფრით ამტკიცებს. გამომძიებლებს ერთადერთი ვარიანტი აქვთ: ორივე გუნდის ფეხბურთელები უნდა დაჰკითხონ. მანამდე კი არის მხოლოდ ერთი კაცის სიტყვა მეორის სიტყვის წინააღმდეგ - ერთი ამბობს, რომ ცუდი სიტყვები შეურაცხყოფის მიზნით ითქვა, მეორე კი სხვა წინაისტორიას ყვება.

გუშინ მოგახსენებდით, რომ ტერი-ფერდინანდის ინციდენტის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ცუდ დღეში ჩავარდა - კარს ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებთან ამხანაგური თამაშებია მომდგარი და ასოციაციას არ უნდა, სამკლავური ეკეთოს ადამიანს, რომელსაც ბრალად რასისტობა ედება. მეორე მხრივ კი ტერისთვის, რომელიც "ჩელსის" გარდა ეროვნული გუნდის კაპიტანიცაა, ჯერ არავის არაფერი დაუმტკიცებია. სანაკრებო თამაშებთან დაკავშირებით, ხმა თავად ტერიმაც ამოიღო. მან ფაბიო კაპელოს თხოვნით მიმართა, გამოძიების გამო არაფერი შეცვალოს და შეკრებაზე ჩვეულებრივ გამოიძახოს.

ინგლისელთა ნაკრების იტალიელი მწვრთნელი, დელიკატურ მდგომარეობაშია და სურს კვირამდე, როდესაც შეკრებაზე გამოძახებულთა სია უნდა გამოაქვეყნოს, ასოციაციის შეფებთან ერთად მეტ-ნაკლებად მაინც გაარკვიოს, რა მოხდა და როგორ უნდა მოიქცეს. ჯერჯერობით ტერის გამოძახება-არ გამოძახების საქმე 50-50-ზეა. რიო ფერდინანდმა, რომელიც ინგლისის ნაკრების დაცვის ცენტრს წლების განმავლობაში ამაგრებდა, ამ დღეებში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში საგანგებო სამკლავურით ითამაშა. სამკლავურზე ეწერა: "ერთად რასიზმის წინააღმდეგ". ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ გუნდში განხეთქილებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა