"ტორპედოს" 18 წლის მცველი "ზესტაფონთან" მოპოვებული გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი იყო

"ზესტაფონთან" მოგებული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ქუთაისის "ტორპედოს" 18 წლის მცველი გივი იოსელიანი იყო - სწორედ მისი, შეცვლაზე შესული მარჯვენა მცველისა იყო ის გადაცემა, რომელსაც გოლი მოჰყვა და "თავისი" ფლანგი აიკლო.

მართალია, ბოლო წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში ვერ გაზარდა, მაგრამ მეხსიერებაში ამოტივტივდა ახალგაზრდული ნაკრების შვეიცარიასთან თბილისური შეხვედრის მეორე ტაიმიც, ასევე შეცვლაზე შესული არანაკლები აქტიურობით რომ გამოირჩეოდა და საერთო "კონტურებიც" გამოიკვეთა - ეს ახალგაზრდა საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეა.

- ფეხბურთელი ერთი შეხვედრის ნორმალურად ჩატარებით თუ დაკმაყოფილდა, ცუდად ყოფილა მისი საქმე. მატჩის შემდეგ მითხრეს, შენი ასაკისა ბევრი ნიჭიერი გვახსოვს, მაგრამ მერე მოეშვნენ და ვერაფერს მიაღწიესო. მე კი ძალიან თვითკრიტიკული ვარ, საკუთარი თავით არასოდეს ვარ კმაყოფილი და ვერგატანილმა გოლმა საფიქრალიც გამიჩინა. "ზესტაფონთან" ეს მომენტი 0:0-ზე რომ ყოფილიყო და ვერ მოგვეგო, ალბათ, დღემდე ძილი არ მომეკარებოდა.

- გეგუჩაძემ "ზესტაფონთან" მოედანზე რა დავალებით შეგიშვა?

- მითხრა, რომ მეაქტიურა, ფლანგზე სისწრაფე გამომეყენებინა და ის ფეხბურთი მეთამაშა, რაც გუნდს მოსაგებად სჭირდებოდა. ისე დამელაპარაკა, მოტივაცია გამიორმაგდა და ერთი სული მქონდა, მინდორზე შევსულიყავი. კიდევ იყო პატარ-პატარა კონკრეტული დავალებები, მაგრამ ემოციების მერე ყველაფერი აღარ მახსენდება.

- ყველაფერი კარგი და, ბოლო წუთზე გოლი როგორ ვერ გაიტანე?

- მეკარემ ფეხზე ხელი გამომკრა, წავბორძიკდი, გადაწყობა გამიძნელდა, სუსტად დავარტყი და მცველმაც კარგად ითამაშა.

- გავიგე, რომ ერთი ხანობა ტრავმის გამო კარიერის შეწყვეტას აპირებდი.

- სამი წელი ტრავმებმა გამტანჯა, თან გადამწყვეტ მომენტებში ვშავდებოდი. 17 წლისას მუხლზე ოპერაცია დამჭირდა, შემდეგ ორი წელი კუნთების პრობლემა მაწუხებდა - გამუდმებით მიწყდებოდა. 2009 წელს ისიც კი ვიფიქრე, რომ თამაშს ვეღარ შევძლებდი. მაშინ "ვიტ ჯორჯიაში" ვთამაშობდი და, როცა ეს ტრავმიანობის პერიოდი დამეწყო, გუნდიდან წამოვედი და რამაზ მუმლაძესთან "ავაზა-ვისოლში" ვვარჯიშობდი, თამაში კი არ შემეძლო. მხოლოდ ოჯახისა და მეგობრების თანადგომით შევძელი და ყველაფერი ნულიდან დავიწყე. 2010 წლის იანვრიდან კი სრულფასოვნად ავთამაშდი.

- გამოდის, "ტორპედოშიც" მუმლაძემ მიგიყვანა.

- აქ მისი და "ტორპედოს" მენეჯერ დავით ყენიას რეკომენდაციით მოვხვდი. დუბლებით დავიწყე და კარგად ვიცოდი: როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ, გაორმაგებული მონდომებითაც უნდა ივარჯიშო.

- მამაშენს, ეროვნული ნაკრების ყოფილ ექიმ დავით იოსელიანს ყველა დიდ პატივს სცემს და, რაღა დაგიმალო, მეგონა, ახალგაზრდულ ნაკრებში მისი ხათრით აგიყვანეს, რადგან "ტორპედოს" დუბლებში თამაშობდი და არა ძირითადში.

- ვიცოდი, რომ ეს კითხვა ბევრს გაუჩნდებოდა და ამიტომაც ვვარჯიშობდი გაათმაგებულად, ვცდილობდი, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ მამაჩემი არაფერ შუაში იყო.

- შენი თამაშით "მამის პროტექციის თემა" ნამდვილად გამორიცხე: "ზესტაფონთან" ისეთი სასარგებლო და მონდომებული იყავი, თითქოს ეს შენი ბოლო შანსი იყო.

- ყველა თამაშზე მართლაც ბოლო შანსივით გავდივარ, ისე, თითქოს იმის იქით აღარაფერია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. "ზესტაფონთან" მატჩი დიდხანს მემახსოვრება და დიდი მადლობა გია გეგუჩაძეს ასეთ მატჩში ნდობისთვის.

- თბილისელი, ვაკელი კაცი ქუთაისში თავს როგორ გრძნობ?

- თავიდან გამიჭირდა, ყველა და ყველაფერი მენატრებოდა, ოჯახი, მეგობრები, უბანი... თუ თავისუფალი დღე გამოჩნდა, ვცდილობ, ყველა მონატრებული ადამიანი მოვინახულო.

საერთოდ კი, ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც სწორი და კარგია და ამიტომ არ მიჭირს. არ შეიძლება, ფეხბურთელი "ტორპედოში" თამაშობდეს და რამეზე წუწუნებდეს. აქ ყველაფერია იმისთვის, ფეხბურთი რომ ითამაშო. ახლა ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი მთავარია და ვფიქრობ, მოვხვდი იმ გუნდში, რომელიც ჩემი ასაკის ფეხბურთელის გასაზრდელად იდეალურია. თანაც, ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ბიჭებს ქუჩაში ცნობენ და ყოველი მოგებული თამაშის მერე მადლიერი თვალებით უყურებენ. ამ ყველაფერმა ქუთაისი ძალიან შემაყვარა და თავს კარგად ვგრძნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

achi gegenava
ძალიან ინდ გთხოვოთ ფოტოებს მიაწეროთ ავტორი ცუდი რომ არ აწერთ უკვე მერამდენე შემთხვევაა ჩემი ფოტო ავტორის მიწერის გარეშე გადის არადა ფოტოებს ლელოს ვაწვდი და აქ სახელი მაინც მიაწერეთ თანხაზე თუ აღარ ვლაპარაკლობთ მადლობთ წინასწარ
omari
მაგარი კაი ფეხბურთელია, ქუთაისს უცებ შეაყვარა თავი. ერთი ვერ გავიგე ზესტაფონელმა საჯაიამ რატო შეაგინა იმ მომენტში, ამხელა ახვარს ტვინი არ აქვს?
torpedooo
კუთაისელი მეგონა ეს ბიჭი. ისე ჯერ ჯობია დუბლებში იყოს და თუ მოუმატებს გეგუჩამ გადმოიყვანოს
chichka
საღოლ იოსკა ჯიგარი ხარ მასე გააგრძელე..ტორპედოს გულშემატკივარს უყვარს და აფასებს შენაერ მონდომებულ ფეხბურთელებს...
tokia
ioska martla magari kacia magari tranvebi qonda da mainc varjishobda es ari nateli magaliti ar danebda da bolomde varjishobda ai shedegic ufro tu gaagrzelebs da mets ivarjishebs ufro moumatebs da did fexburts itamashebs me martla mjera am bichis.swrafia texnikuri da mebrzoli kargi dartymac aqvs da yvelaferi
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა