დინამოელთა ნახევარმცველმა "ვიტ ჯორჯია"-"დინამოს" მატჩის მნიშნველობაზე ისაუბრა
დღეს თბილისის "დინამო" "მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრება. ამ გუნდების შეხვედრა მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესო იყო და არც ამჯერად აკლია ინტრიგა.

მატჩის წინ დინამოელ გიორგი კახელიშვილს გავესაუბრეთ.

- ჩვენთვის ეს პრინციპული მატჩია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩვენი გაფუჭებული ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ.

აქვე ვიტყვი - ვისაც ჰგონია, რომ "დინამო" ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და ჩამოსაწერები ვართ, ძალიან ცდება. გვყავს კარგი მწვრთნელი, შემადგენლობა და გუნდს პერსპექტივა ეტყობა, თუმცა ჩამოსაყალიბებლად დრო გვჭირდება. ეტყობა, მწვრთნელის დავალებებს სათანადაოდ ვერ ვასრულებთ, მაგრამ დრო სწორედ დასახვეწად და თამაშის გასაუმჯობესებლად გვჭირდება.

- "დილასთან" სათასო მარცხის შემდეგ გუნდში რა ვითარებაა?

- სამწუხაროდ, ასეც ხდება. ახლა მთლიანად საჩემპიონო ბრძოლაზე გადავერთვებით და დარწმუნებულიც ვარ, ჩემპიონები გავხდებით.

რა თქმა უნდა, თასიდან გამოთიშვა ძალიან საწყენი იყო, ჩვენი გუნდის სახელი ყველა მეტოქესთან და ყველა ტურნირზე გამარჯვებას გვავალდებულებს. ამიტომაც "დილასთან" წარუმატებლობა ძალიან მტკივნეული იყო. თასის მოპოვებაც ძალიან გვინდოდა, მაგრამ ამას გუნდში არანაირი არეულობა არ მოჰყოლია, რადგან "დინამო" სამაგალითო გუნდია - თუნდაც ერთმანეთის გატანითა და თანადგომით.

ყველა გავაანალიზებთ მარცხისის მიზეზს, მსგავსი ჩავარდნა ჩემპიონატში რომ გამოირიცხოს და დარწმუნებული ვარ, თამაშს აუცილებლად გამოვასწორებთ.

- ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში გარკვეულ ემოციასაც უკავშირდება.

- ბედნიერი ვარ, რომ "ვიტ ჯორჯიაში" თუნდაც ოთხი თვე ვითამაშე და ბევრი მეგობარი შევიძინე. მაგრამ ახლა დინამოელი ვარ, მის ინტერესებს ვემსახურები და ჩემთვის ახლა ყველა მეტოქე ერთია, ყოფილ კლუბთანაც ისეთივე მონდომებით ვითამაშებ, როგორც სხვასთან - მოგება, გატანა და წარმატება მსურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა