"ვულვერჰემპტონისა" და "უიგანის" მატჩში სტუმართა კაპიტანმა ალკარასმა მეტოქის მცველ რიჩარდ სტირმენს შეაფურთხა, თუმცა სხვას უმიზნებდა
"უიგანის" კაპიტანი, 29 წლის პარაგვაელი მცველი, ანტოლინ ალკარასი, სავარაუდოდ, სამ თამაშს გამოტოვებს - მან კვირას, "ვულვერჰემპტონთან" შეხვედრაში მეტოქის მცველ რიჩარდ სტირმენს შეაფურთხა.

ამ ისტორიაში უხერხული მომენტი ისიც არის, რომ ალკარასი კრისტოფ ბერას უმიზნებდა, 24 წლის ინგლისელი კი უნებლიე მსხვერპლი შეიქნა. შეხვედრა, "მგლების" გამარჯვებით, 3:1, დამთავრდა, რამაც მწვრთნელ მიკ მაკარტის თავზე საავდრო ღრუბლები ცოტა გაფანტა.

ინციდენტი შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე მოხდა. ალკარასი კუთხურის ბურთისთვის ალმათან ბერასთან ძიძგილაობდა და წაიქცა. ამან 26 წლის შოტლანდიელი გააბრაზა, რადგან ჩათვალა, რომ მეტოქე განზრახ წაიქცა. ბერას სიბრაზემ კი, თავის მხრივ, ჯგუფური ძიძგილაობა გამოიწვია და სამხრეთ ამერიკელმაც სწორედ ამ დროს მიმართა საკუთარი სიმართლის დამტკიცების უშნო ხერხს. მატჩის შემდეგ 24 წლის სტირმენმა თქვა:

"ალკარასს ბერასთვის არ შეუფურთხებია, მე შემაფურთხა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ჯობს ფურთხების ამბავი სხვამ შეაფასოს.

საქმისთვის არც ოფიციალური სახის მიცემას ვაპირებ, აქ გასარჩევიც არაფერია, უბრალოდ რაც მან გააკეთა უშნო საქციელია. გასაგებია, რომ ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ყველანი მთელი მონდომებით ვიბრძოდით, მაგრამ ფურთხება ნამდვილად მეტისმეტია".

გამარჯვებულთა თავკაცმა, მაკარტიმ თქვა: "ფეხბურთში ფურთხება უკადრის საქციელად ითვლება. მე, კარიერაში, სულ ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა და ის კაცი, მას მერე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მეკარებოდა".

"მგლების" ნახევარმცველი ჯეიმი ო'ჰარა, რომელმაც თავისი გუნდის პირველი გოლი თავად შეაგდო, მეორე და მესამე შემთხვევაში კი ასისტენტობა გასწია:

"თამაშის შემდეგ ყველამ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მაგრამ ფურთხება, რომ არ შეიძლება ამას ლაპარაკი და გარჩევა რად უნდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა