ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ევროოდისეის სტარტი - "არმია" "გოტინგენს" დაუხვდება

ევროოდისეის სტარტი - "არმია" "გოტინგენს" დაუხვდება

საქართველოს ჩემპიონი "არმია" წილისყრისას ჯგუფში მოხვდა და ექვსმატჩიან ევროოდისეას "გოტინგენთან" შეხვედრით დაიწყებს
დღეს ევროჩელენჯის წლევანდელ გათამაშებაში მეორე ქართული გუნდი ჩაერთვება. ოქტომბრის დასაწყისში "სოხუმმა" "მინსკის" ბარიერი ვერ დაძლია და გათამაშებას გამოეთიშა. საქართველოს ჩემპიონი "არმია" წილისყრისას ჯგუფში მოხვდა და ექვსმატჩიან ევროოდისეას 8 ნოემბრიდან იწყებს.

პირველ ჯგუფურ ეტაპზე თითო გუნდს სწორედ ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევს (3 შინ, 3 გარეთ), მომდევნო ეტაპზე ყოველი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავა. მეორე ეტაპზე მოხვედრისთვის არმიელებს დღეს "გოტინგენთან" მოგება სჭირდებათ. მართალია, გერმანელებს შედარებით ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროტურნირებზე სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან.

დღეს 18:00. სპორტის სასახლე. "არმია-"გოტინგენი". აქვე გეტყვით - მატჩზე დასწება უფასოა.

არმია

საქართველოს ჩემპიონი ოქტომბრის დასაწყისში სლოვენიაში შეიკრიბა, შინ დაბრუნებულმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში გაიარა საევროჩელენჯო რეპეტიცია. ჯერ "დინამოს" შეხვდა, შემდეგ - "ქუთაისს", გასულ შაბათს - შსს-ს.

განვლილი შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს ბადებს - მწვრთნელ კოტე ტუღუშს მართლაც კარგი შემადგენლობა ჰყავს შერჩეული: გუნდის ძრავი ნიუ ჯერსელი სანდიატა გეინსია, მას ფლანგებიდან ჯერემი რიჩარდსონი და გილერმო დიასი ეხმარებიან. შავ სამუშაოსაც შესანიშნავად ასრულებს და ქულების სიუხვითაც გამოირჩევა მძიმე ფორვარდი უილიამ ტომასი. ცენტრის პოზიციაზე კი შვედი იოაკიმ კიელბომია.

გუშინდელი ვარჯიშის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთელებს შორის ურთიერთგაგება მაღალ დონეზეა და თითოეული მათგანი საბრძოლველადაა შემართული.

ამას ზვიად ბაბიაშვილის სიტყვებიც ადასტურებს:

- 8 ნოემბერი ქართული კალათბურთისთვის ისტორიული დღეა. აქამდეც გვითამაშია ევროჩელენჯზე, მაგრამ ასეთი ამბიციებით აქამდე არ გამოვსულვართ - ძლიერი გუნდი გვყავს და მაღალ მიზნებს ვისახავთ. "გოტინგენთან" მატჩის წინ გუნდში კარგი განწყობაა. თითოეული კალათბურთელი შედეგიანი თამაშისთვის ვემზადებით, რამაც საერთო შედეგი უნდა მოგვცეს. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ გამარჯვება იოლი არ იქნება, რადგან მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს და სწრაფ კალათბურთს თამაშობს.

გასულ სეზონში ბელგიურ "მონსთან" ერთად ევროჩელენჯის ოთხთა ფინალში ნათამაშები უილ ტომასიც იმედიანად ლაპარაკობს:

- ქართული გუნდი პირველად თამაშობს ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე, ამიტომ ვეცდებით, რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი გუნდი. კარგი შემადგენლობაა შეკრებილი. ამაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ შევთამაშდით და საერთო ენა გამოვნახეთ. რაც შეეხება "გოტინგენთან" მატჩის პროგნოზს, უპირატესობა ჩვენს მხარესაა - "არმია" მასპინძელია. თუმცა, მხოლოდ მასპინძლის სტატუსი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის, აუცლებელია გუნდური და ენერგიული თამაში.

კოტე ტუღუში: მზად ვართ

"არმიის" მწვრთნელი, კოტე ტუღუში ქართველ ქომაგს მოუწოდებს ყველა საქმე გადადოს და სპორტის სასახლეში მოვიდეს, რადგან გუნდს მხარდაჭერა სჭირდება.

- მძიმე თამაში გველის, "გოტინგენი" ძლიერი გუნდია, 2010 წელს ევროჩელენჯი აქვს მოგებული. მას შემდეგ შემადგენლობა კი შეიცვალა, მაგრამ დღესაც არაერთი კარგი ლეგიონერია.

- გერმანიის ჩემპიონატი გუნდმა არადამაჯერებლად დაიწყო.

- ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან გერმანიის პირველობა მაღალი დონისაა და იქ უამრავი თანაბარი ძალის გუნდია თავმოყრილი.

- "არმია" რამდენად მზადაა მატჩისთვის?

- შეკრების დაწყებიდან ამ შეხვედრისთვის ვემზადებით. მთელი დატვირთვით ვვარჯიშობთ და ვფიქრობ, "გოტინგენთან" სათამაშოდ მზად ვართ.

- საქართველოს ჩემპიონატის მატჩები როგორ დაგეხმარათ საევროპედ მოსამზადებლად?

- ვეცადეთ სამივე მატჩი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. ყველა მეტოქემ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია.

გოტინგენი

"არმიის" ვარჯიშის დასრულებისთანავე მოედანზე "გოტინგენი" გამოვიდა. გუნდს ორი ჟურნალისტი შემოუძღვა და პირველი ის გვკითხა: ეს დარბაზი ხვალ ბოლომდე გაივსებაო? დადებითი პასუხი რომ მიიღო დაზუსტება სცადა - 10 ათასი მაყურებელს იტევსო?

გერმანელ კოლეგებთანაც და მთავარ მწვრთნელთანაც საუბრის მთავარი თემა ერთი კვირის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, რომლის შედეგად დაიღუპნენ გუნდის უკანახაზელის მარკო გრიმალდის და და შეყვარებული. ცხადია, კალათბურთელი შოკშია და საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

- გრიმალდისთან ერთად დაგვაკლდება გამთამაშებელი კაილ ბეილი, რომლის საცოლეც იმ მანქანაში იჯდა, რომელსაც საგზაო შემთხვევა მოუვიდა. საერთოდ, ამ ტრაგედიამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა, მენტალურად ძალიან ძნელი იყო რეაბილიტაცია და სათანადოდ მომზადება, - თქვა "გოტინგენის" თავკაცმა სტეფან მიენაკმა.

- "არმიაზე" რა ინფორმაციას ფლობთ?

- დიდი პატივისცემით მინდა ვილაპარაკო როგორც თქვენს ქვეყანაზე, ასევე საკალათბურთო კლუბზე. ახალი სეზონის წინ "არმიაში" არაერთი მაღალი დონის კალათბურთელი გამოჩნდა და გუნდი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

- უშუალოდ თბილისურ მატჩზე რას იტყვით?

- გასვლითი შეხვედრა გვაქვს ძლიერ გუნდთან. ამიტომ, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ შედეგის მისაღწევად. გამარჯვებულის ვინაობაზე რა მოგახსენოთ, ერთის თამამად თქმა კი შეიძლება - საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

- გერმანიის ჩემპიონატი არადამაჯერებლად დაიწყეთ. რა იყო ამის მიზეზი?

- ახალგაზრდული გუნდი გვყავს, შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა, ჩამოვიყვანეთ კალათბურთელები ამერიკის კოლეჯების ლიგიდან და შეთამაშებისთვის დრო გვჭირდება. თამაშის ხარისხს ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ.

გოტინგენი

მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. თარ. ეროვნება ყოფ. გუნდი

8 კაილ ბეილი 188 უკანახაზელი 1982 აშშ გოტინგენი (გერმანია)

25 დამიან სონდერსი 200 ფორვარდი 1988 აშშ დუკენსი (NCAA)

21 პარის ჰორნი 191 უკანახაზელი 1987 აშშ სტ. ჯონსი (NCAA)

12 ლუის დეილი 180 უკანახაზელი 1988 აშშ გოტინგენი (გერმანია)

32 რაიმონდ საიკსი 206 ფორვარდი 1986 აშშ ფოლსი (NCAA)

11 კვადო აჰელეგბე 187 უკანახაზელი 1988 განა აიოვა (NCAA)

22 ფილიპ ნოხი 200 ფორვარდი 1989 გერმანია ფანტომსი (გერმანია)

24 მაქს ვებერი 201 ფორვარდი 1985 გერმანია ბრეივსი (გერმანია)

44 რობერტო მაფრა 206 ცენტრი 1985 ბრაზილია პაულისტინო (ბრაზილია)

33 ნიკო ადამჩაკი 189 უკანახაზელი 1990 გერმანია ილერტალი (გერმანია)

9 დევიდ მარკერტი 193 უკანახაზელი 1994 გერმანია გოტინგენი-იუნ. (გერმანია)

14 მალტე ჰერვიგი 202 ცენტრი 1992 გერმანია გოტინგენი-იუნ. (გერმანია)

23 ვიტალის ჩიკოკო 207 ცენტრი 1991 ზიმბაბვე გოტინგენი-იუნ. (გერმანია)

მწვრთნელი: სტეფან მიენაკი

საშუალო სიმაღლე: 195.76 სმ.

საშუალო ასაკი: 23.76

არმია

მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. თარ. ეროვნება ყოფ. გუნდი

10 უილ ტომასი 203 ფორვარდი 1986 აშშ ოოსტენდე (ბელგია)

24 სანდიატა გეინსი 185 1986 აშშ ნიუ ჯერსი (აშშ)

4 ჯერემი რიჩარდსონი 200 ფორვარდი 1984 აშშ ვალენსია (ესპანეთი)

14 იოაკიმ შელბომი 213 ცენტრი 1979 შვედეთი ნორჩოპინგი (შვედეთი)

15 გილერმო დიასი 188 უკანახაზელი 1985 პუერტო რიკო არეჩიბო (პუერტო რიკო)

9 ბუბა კვიმსაძე 195 უკანახაზელი 1982 საქართველო ქუთაისი

21 დავით საყვარელიძე 201 ფორვარდი 1986 საქართველო არმია

12 ლევან მოსეშვილი 195 ფორვარდი 1987 საქართველო არმია

6 ანატოლი ბოისა 195 უკანახაზელი 1983 საქართველო არმია

5. ზვიად ბაბიაშვილი 199 ფორვარდი 1978 საქართველო არმია

13. რევაზ ათანელიშვილი 207 ცენტრი 1986 საქართველო არმია

23 გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი 1990 საქართველო არმია

7 ვახტანგ მინაშვილი 200 ფორვარდი 1979 საქართველო არმია

8 ბუბა ბერიშვილი 183 უკანახაზელი 1983 საქართველო არმია

მწვრთნელი: კოტე ტუღუში

საშუალო სიმაღლე: 198.14 სმ.

საშუალო ასაკი: 27.14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე

კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა

რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს