29 წლის პოლონელმა მეკარემ, ტომაშ კუშჩაკმა "მანჩესტერ იუნაიტედს" მის დამონებაში დასდო ბრალი, რითაც ყველა გააკვირკვა
29 წლის პოლონელმა მეკარემ, ტომაშ კუშჩაკმა "მანჩესტერ იუნაიტედს" მის დამონებაში დასდო ბრალი, რითაც ყველა გააკვირკვა. საკუთარი კლუბის წინააღმდეგ ასეთ თამამ გალაშქრებას ფეხბურთელები, როგორც წესი, ერიდებიან. გოლკიპერი, რომელმაც ოთხი წელიწადი ედვინ ვან დერ სარის ჩრდილში გაატარა, დღეს, "ოლდ ტრეფორდზე", დავიდ დე ხეასა და ანდერს ლინდეგაარდის შემდეგ, მესამე კაცად ითვლება.

როდესაც შეატყო, რომ "იუნაიტედში" ფეხბურთის თამაშის პერსპექტივა არ აქვს, კუშჩაკმა ალექს ფერგიუსონს იჯარის წესით სხვაგან გაშვება სთხოვა - მის გადაბირებას "ლიდსი" ცდილობდა - მაგრამ, ინგლისის ჩემპიონთა ლეგენდარულმა თავკაცმა პოლონელის თხოვნა ყურად არ იღო. არადა, მეკარისთვის რეგულარულად თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზაფხულში "ევრო 2012-ში" აპირებს მონაწილეობას.

კუშჩაკმა თქვა: "მე მანჩესტერში მონად ვიქეცი. საშინლად გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ წუწუნი და ფერგიუსონის ლანძღვა არ მინდა. ეს ჩემი სტილი არ არის. დიდი ხანი არ არის, რაც ფერგიუსონს ველაპარაკე. ვთხოვე, იანვარს ნუ დაელოდები, იჯარით გამიშვი-მეთქი. ავუხსენი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მინდა თამაში და ამისათვის რეგულარული პრაქტიკა მჭირდება, მაგრამ მისთვის, როგორც ჩანს, სულ ერთია.

"ლიდს იუნაიტედი" ორი თვის განმავლობაში თამაშის შანსს მაძლევდა, მაგრამ დამბლოკეს. არადა, რომ გავეშვით, იქნებ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს ჩემი არსებობა გახსენებოდა. სამწუხაროდ, ეჭვი მაქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ამას განზრახ მიკეთებენ.

ფერგიუსონს პატივს ვცემ, როგორც დიდ მწვრთნელს, მაგრამ მის გუნდში ყოფნა აღარ მინდა და იმედი მაქვს, რომ იანვარში აქედან წასვლის საშუალებას მომცემს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა