თბილისის "დინამოს" მეპატრონე გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა, მაგრამ ალექს გარსიას ენდობა
თბილისის "დინამოში" მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბის ერთგული ქომაგებისთვის დამაფიქრებელზეც მეტი იყო; ერთი შეხედვით, გუნდის სატურნირო მდგომარეობა კატასტროფულად არ უნდა შეფასდეს: 13 ტურის შემდეგ "დინამო" მეორე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ქუთაისის "ტორპედოს".

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს "მეორე ცხრილიც", სადაც რვა საუკეთესო გუნდს მხოლოდ ერთმანეთში დაგროვილი ქულები ერიცხებათ. აი, ამ შემთხვევაში კი "დინამოს" მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა: ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული გუნდი სამივე კონკურენტს ("მეტალურგი", "ტორპედო", "ზესტაფონი") არცთუ მცირე სხვაობით ჩამორჩება. აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც მოულოდნელ ფაქტზე, რომ საქართველოს თასის გათამაშების რეკორდსმენი (ცხრაგზის გამარჯვებული) გუნდი ამ ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

არადა, საქართველოს თასის 21-წლიან ისტორიაში ასეთი რამ მხოლოდ მესამედ მოხდა! ამას, ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიასთან" ნათამაშები ფრეც მოჰყვა და კვირას, "მცხეთა-პარკზე" ჩატარებულ იმ საინტერესო დაპირისპირებაში, გულახდილად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა "ვეტერინარებმა" თავის ტიტულიან მეტოქესთან შედარებით ბევრად უკეთ ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.

არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ დინამოელთა მთავარი მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის ალექს გარსიას სიტყვებსაც, რომელიც "მშვიდ გარემოში მუშაობას ითხოვდა".

მოკლედ, შეუიარაღებული თვალითაც კარგად ჩანს, რომ "დინამოში" მართლაც "რაღაც ხდება"; არადა, როგორც ზემოთ (ადრეც არაერთხელ) აღვნიშნეთ, მოვლენების ასეთ განვითარებას ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ გუნდის სამწვრთნელო შტაბს თუ ფეხბურთელებს კლუბის მეპატრონისგან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, სავარჯიშო პირობებსა თუ ფინანსურ უზრუნველყოფაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ყოველივე აქედან გამომდინარე, კლუბის მეპატრონე, წესითა და რიგით, კმაყოფილი ვერ უნდა ყოფილიყო "დინამოს" ბოლოდროინდელი ასპარეზობით და არც იმას დავმალავთ, რომ საფეხბურთო წრეებში ჩვენს ყველაზე ტიტულიანი გუნდის ირგვლივ გარკვეული "საკადრო ჭორებიც" გავრცელდა.

სიტუაციაში გასარკვევად საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" მეპატრონეს, ბატონ რომან ფიფიას მივმართეთ, რომლის კომენტარსაც გთავაზობთ.

"ბუნებრივია, რომ ბოლო შეხვედრებში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგითა და თამაშის ხარისხით, ისე როგორც "დინამოს" ნებისმიერი გულშემატკივარი, კმაყოფილი ვერც მე ვიქნები. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ნდობას ვუცხადებ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას.

ჯერ ყველაფერი წინ არის; მნიშვნელოვანი თამაშები გველის და ვიმედოვნებ, რომ ის რესურსი, რაც ჩვენს გუნდს აქვს, ბოლომდე იქნება გამოყენებული.

ამას გარდა, იმის იმედიც მაქვს, რომ "დინამო" საქართველოს ჩემპიონატშიც შეძლებს იმ თამაშის ჩვენებას, რაც ამ ზაფხულს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მოახერხა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა