ცხინვალელთა კაპიტანმა განვლილ და მომავალ მატჩებზე, გუნდის მიზნებზე, შანსებსა და სხვა თემებზე ისაუბრა
ცხინვალის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ ხაჩიძის დანიშვნის შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა. 8 ქულა 8 ტურში - ასეთია "სპატაკის" მონაპოვარი მისი ხელმძღვანელობით.

ცხინვალელთა მიზანი უმაღლესის მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვედრაა და საამისო შანსიც აქვთ. თუმცა ბოლო ორ ტურში განცდილი მარცხით სპარტაკელთა სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

"სპარტაკის" კაპიტან თემურ შონიას განვლილ და მომავალ მატჩებზე, გუნდის მიზნებზე, შანსებსა და სხვა თემებზე ვესაუბრეთ.

- "მერანთან" ჩატარებული მატჩით დავიწყოთ, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდით.

- რაღა თქმა უნდა, ამ მატჩში მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ვისახავდით. კარგადაც დავიწყეთ თამაში, ანგარიშის გახსნის შანსიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, დავისაჯეთ და აქეთ მივიღეთ გოლი.

პირველი გოლის ფაქტორი ქართული გუნდებისთვის მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმაა. მიუხედავად ამისა, მობილიზება შევძელით და ანგარიში პირველივე ტაიმში გავათანაბრეთ. უფრო მეტიც, შესვენებამდე დაწინაურებაც შეგვეძლო, მაგრამ... სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მოვლენები ჩვენთვის არასასურველად წარიმართა.

- "სპარტაკს" ურიგო შემტევები არ ჰყავს, მაგრამ ბევრი გოლი ვერ გააქვს. ამის მიზეზი რა არის?

- შემადგენლობიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რომ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იყოს. საგოლე მომენტებს მართლაც ბევრს ვქმნით და ვფიქრობ, გამტანის პრობლემაც არ უნდა გვქონდეს. გუნდში გვყავს ზვიად მეტრეველი, რეზო ჯიქია, კობა შალამბერიძე და სხვები, რომელთაც სხვა გუნდებშიც დაუმტკიცებიათ საკუთარი შესაძლებლობები.

ჩემი აზრით, უიღბლობასთან გვაქვს საქმე და არა გამტანის პრობლემასთან. ამას გადაღლაც დაემატა, რომელიც მოკლე პერიოდში მიჯრით ჩატარებულმა თამაშებმა განაპირობა.

- შუა სექტემბერში "სპარტაკს" მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. საინტერესოა გუნდის კაპიტნის აზრი, მწვრთნელის შეცვლით რა შეიცვალა გუნდში?

- ვლადიმერ ხაჩიძე გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელია. სხვა რომ არაფერი, ერთ-ერთია ქართველ სპეციალისტებს შორის, რომელთაც ყველაზე მაღალი ხარისხის, PRO კატეგორიის ლიცენზია აქვს. მან "სპარტაკი" უკეთესობისკენ შეცვალა. ახლა უფრო გამართულად, სწორად ვთამაშობთ და ეს შედეგზეც აისახა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო გუნდმა ამ სეზონში პირველად და დღეისთვის ჩვენს აქტივში ორი გამარჯვებაა. ეს ბევრი არ არის, მაგრამ ყველა ახალ მწვრთნელს და მათ შორის ხაჩიძესაც დრო სჭირდება საიმისოდ, რათა უფრო გამართულად და შდეგიანად ვითამაშოთ.

მჯერა ჩვენი მწვრთნელის და თანაგუნდელებისა და იმედი მაქვს, მოწინავე რვა გუნდს შორის მოვხვდებით. "სპარტაკი" თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე წინ ცხრა ტურია.

- ამ მიზნისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

- რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ ჩვენს უშუალო კონკურენტებად "დილას", "გაგრასა" და "კოლხეთს" მივიჩნევ. ისიც გამოჩნდა, რომ "სიონი" კვლავ ანგარიშგასაწევი ძალაა. მოკლედ, უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის და თოთოეული ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დაგვჭირდება.

- ბოლოს სანაკრებო თემასაც შევეხოთ. ახალგაზრდულ ნაკრებში შარშან სისტემატურად იყავით გამოძახებულთა შორის, წლეულს კი არც ყოფილ და არც ახალ მწვრთნელს არ გამოუძახიხართ. ამას რით ახსნით?

- მარტში მენისკის ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც სამ თვეზე მეტი გამიცდა. რეაბილიტაციის პერიოდში ტრავმამ შემახსენა თავი და "სპარტაკშიც" არ ვთამაშობდი. სექტემბერში "მერანთან" გასვლით მატჩში კიდევ დავშავდი და გარკვეული პერიოდი გამიცდა. ახლა უკვე მწყობრში ვარ და ოპტიმალურ ფორმაშიც მალე ვიქნები.

ნაკრების შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის კომპეტენციაა და ამაში ვერავინ ჩაერევა. ჩემი ვალია, კლუბში სათანადოდ ნაკრებისთვისაც მოვემზადო და ამისთვისაც ვშრომობ. მართალია, ბოლო დროს ახალგაზრდულ ნაკრებში აღარ მითამაშია, მაგრამ გუნდის შეხვედრები ვნახე და იმედი მაქვს, შედეგებს გავაუმჯობესებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა