„ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების 30 წლის კაპიტანს ბრალად ანტონ ფერდინანდის რასობრივი შეურაცხყოფა ედება
ჯონ ტერის საქმის გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების 30 წლის კაპიტანს ბრალად 23 ოქტომბერს, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ შეხვედრაში, მეტოქე გუნდის მცველის, ანტონ ფერდინანდის რასობრივი შეურაცხყოფა ედება.

ამ ამბის ერთ-ერთი მოწმე „ჩელსის“ მცველი, ასევე 30 წლის ეშლი კოული გახლდათ, რომელსაც კლუბმა პოლიციაში ჩვენების მიცემა სთხოვა.

თურმე, ლონდონის პოლიციას, რომელიც ფერდინანდის ჩივილის საფუძველზე აღძრულ საქმეს სწავლობს „ჩელსისთვის“ საყვედური უთქვამს, სიმართლის დადგენაში აქტიურად არ მონაწილეობთო. ტაბლოიდ „სანს“ ერთ-ერთმა წყარომ უთხრა:

„პოლიცია უკმაყოფილო იყო „ჩელსის“ მიერ მიწოდებული ჩვენებების რაოდენობით. გამომძიებლებმა კლუბს მიმართეს და უთხრეს, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ინციდენტის დროს მოედანზე იყვნენ, ვალდებულები არიან დეტალურად აღწერონ, რა ნახეს და რა მოისმინეს. ეშლი არ იქნება ერთადერთი, ვისაც პოლიციაში მისვლა და ჩვენების მიცემა მოუწევს. კოულს „ჩელსიმ“, უბრალოდ, პირველს დაავალა ამის გაკეთება“.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების თანახმად ტერიმ ფერდინანდს შეაგინა და ამ გინებაში სიტყვა შავიც გაურია. ბრალდებას „ჩელსის“ კაპიტანი უარყოფს. ის ამბობს, რომ მას მეტოქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ისმის კითხვა, რატომ უნდა მისცეს პირველი ჩვენება პოლიციელებს მაინც და მაინც კოულმა? საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ირკვევა, „ლოფტას როუდზე“, მატჩის დამთავრების შემდეგ, „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ გასახდელში კოული შევიდა და ფერდინანდი გამოიხმო, ტერის შენთან სალაპარაკო აქვსო. „სანს“ რეინჯერსის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოუყვა:

„ანტონი ჯონთან სალაპარაკოდ გავიდა. ტერიმ მას უთხრა, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ისე ჩანს, თითქოს მან რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა. ფერდინანდმა, რომელმაც იმწუთას კარგად ვერც გაიგო რაზე ელაპარაკებოდა ტერი, უპასუხა, არ ინერვიულო, პრობლემა არ არისო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა