"ნიუკასლ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჯოი ბარტონი გაუგებრობაში მოყვა. მოგეხსენებათ, მან "ასტონ ვილას" მე-12 წუთზე გოლი გაუტანა და ასე აღნიშნა...

"ნიუკასლ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჯოი ბარტონი გაუგებრობაში მოყვა. მოგეხსენებათ, მან "ასტონ ვილას" მე-12 წუთზე გოლი გაუტანა და ასე აღნიშნა: ერთი ხელი ჰაერში აიშვირა, მეორე კი ცხვირქვეშ, საულვაშეზე მიიდო. ამ ჟესტმა დაუყოვნებლივ გამოიწვია სჯა და კამათი. რა განასახიერა ბარტონმა? მაყურებელთაგან ბევრმა იფიქრა, რომ ეს გახლდათ ინგლისური კომედიური სერიალის "ფოულტი თაუერზის" გმირის ბეიზილ ფოულტის წაბაძვა - ერთ-ერთ სერიაში ფოულტი ნაცისტებს დასცინის და მათ მიმიკებს იმეორებს. თუმცა ბარტონმა ამაზე დაუყოვნებლივ გასცა პასუხი. ნიუკასლელმა თქვა, რომ ყველა, ვისაც ჰქონია, რომ მან ხუმრობით ან სერიოზულად ნაცისტურ ჟესტიკულაციას მიმართა, სასტიკად ცდება.

თურმე ნუ იტყვით და, საქმე უბრალო ნიძლავში ყოფილა: ბარტონს უთქვამს, სანამ "ნიუკასლ იუნაიტედი" პრემიერლიგაში პირველ თამაშს არ მოიგებს, მანამდე ულვაშს გავიზრდიო. არადა, ულვაში ძალიან სასაცილოდ ეზრდებოდა. როგორც ნახეთ, ბარტონი გადარჩა - "კაჭკაჭებმა" პრემიერლიგაში მეორე ტურშივე გაიმარჯვეს და თან "უბრალო" ანგარიშით კი არა - 6:0. გაუგებრობაში მოხვედრილმა 27 წლის მოთამაშემ ბირმინგემელებს ექვსიდან პირველი შეუგდო.

"მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემს ულვაშს გაპარსვის დრო დაუდგა", - განუმარტა მოგვიანებით ფეხბურთელმა ქვეტექსტების მაძიებლებს. თუმცა "ჩელსიში" კიდევ უფრო საოცარი ამბები ხდება. მავანი "სერიული შაყირისტი" გუნდის გასახდელში იპარება და ფეხბურთელებს ტრუსებს უხვრეტს. თურმე ნუ იტყვით და ეს მასხარაობა მთელი წელიწადია რაც გრძელდება. როგორც გაზეთი Nეწს Oფ თჰე ჭორლდ წერს, დიდი ეჭვია, რომ ტრუსების მტერი "ჩელსის" ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია. "ლურჯებისა" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი ამბობს:

"ეს, დაახლოებით ერთი წელიწადია რაც გრძელდება. ჩვენ გასახდელში ვბრუნდებით და ტრუსები დუნდულებთან გამოხვრეტილი გვხვდება. ვფიქრობ, ამას რომელიღაც ჩვენთაგანი აკეთებს. აბა, სხვას გასახდელში შესვლის უფლება არ აქვს და... კვირაში ორჯერ გააკეთებს და მერე მთელი თვით იკარგება. შემდეგ ისევ... პრინციპში ერთზე კი მაქვს ეჭვი, მაგრამ სანამ არ გამოვიჭერ არაფერს ვიტყვი, თორემ დაბრალება გამომივა. ვფიქრობ, საიდუმლოს ფარდა მალე აეხდება, თორემ თავიდან გვეცინებოდა, ახლა კი უკვე ვბრაზდებით. ხალხს ნახვრეტები დაცვაში არ გვაქვს და ტრუსებში უნდა გვქონდეს?"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა