27 წლის არგენტინელი ფორვარდის გარემოცვა აცხადებს, რომ ის სამხრეთ ამერიკაში გაურკვეველი დროით დარჩება
კარლოს ტევესი ამ კვირაში "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნებას არ აპირებს. 27 წლის არგენტინელი ფორვარდის გარემოცვა აცხადებს, რომ ის სამხრეთ ამერიკაში გაურკვეველი დროით დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ტევესმა წინა კვირაში ინგლისი კლუბის ნებართვის გარეშე დასტოვა. ფეხბურთელი, რომელიც ისტლენდელებმა ცოტა ხნის წინ ორკვირიანი დისკვალიფიკაციითა და ხელფასის დაქვითვით დასაჯეს, კლუბს კვლავ ეურჩება, რის გამოც ნახევარი მილიონი ფუნტის გადახდას დააკისრებენ და შესაძლოა "ეტიჰედ სთედიუმიდან" საერთოდაც გააგდონ.

როგორც ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყეს, თავდამსხმელს სამეგობროში უთქვამს, რომ მისი და ისტლენდელთა მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არგენტინაში დაუკითხავად გაქცევამდე, მანჩინი ტევესისგან ურჩობისთვის საჯარო ბოდიშს ითხოვდა, ფეხბურთელი კი უარზე იყო.

საინტერესო ის არის, რომ ტევესმა შეიძლება საერთოდ ფეხბურთის თამაშს დაანებოს თავი. ვინც ამ სპორტსმენის კარიერას თვალს ადევნებს, ემახსოვრება, რომ მას ადრეც უთქვამს, ძალიან დავიღალე, ფეხბურთელობა აღარ მინდაო. მისი მრჩეველები ვერ ამბობენ რას გააკეთებს არგენტინელი უახლოეს მომავალში.

ტევესი, რომელსაც კარიერის დასაწყისში არგენტინული ტრადიციის შესაბამისად, დიეგო მარადონას ადარებდნენ, მთელ ცხოვრებას შარში

ატარებს. ჯერ იყო და "ვესტ ჰემში" თამაშის დროს, აღმოუჩინეს, რომ მის უფლებებს მყიდველი და გამყიდველი კლუბების გარდა მესამე მხარე, კერძოდ, ბრაზილიელი აგენტი კია ჯურაბჩიანიც ფლობდა.

შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, სადაც საკონტრაქტო თუ სხვა საკითხებზე იდავა ბევრი და ბოლოს ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა - მანჩესტერის მეორე გუნდში, "სიტიში" გადავიდა. "სიტიში" მისი თავგადასავლების ამბავს კი ჯერ ბოლო არ უჩანს. ჩვენ მათ ყოველ დღე გიამბობთ და ხელახლა მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა