ფინეთის ჩემპიონატში მოთამაშე 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი შეაფასა
ირაკლი სირბილაძე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად ჩაირიცხა ტურკუს "ინტერში", გუნდთან ერთად ორჯერ ვარჯიშიც მოასწრო, მწვრთნელს სამშობლოში გამოშვება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და იგი უკვე აქ არის, ახალ გუნდს კი იანვარში შეუერთდება.

ირაკლი გასულ სეზონს "ლელოსთან" ერთად აჯამებს.

- "ინტერის" მთავარ მწვრთნელს ჯერ კიდევ პირველ ლიგაში თამაშისას მოვეწონე. მაშინ კპვ "ინტერს" თასზე დაუპირისპირდა. ტურკუელთა ხელმძღვანელობას ჩემი შეძენა სურდა, მაგრამ გუნდმა არ გამიშვა, რადგან კონტრაქტი მქონდა, შემდეგ კი "იაროში" გამანათხოვრეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "იაროში" მოუმზადებელი გადავედი, მათთან ერთად შეკრებაც არ გამივლია, ჩემი 11 გოლი ნორმალური შედეგია. თან ისიც მახარებს, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესოდ დამასახელეს, რამდენიმე გაზეთმაც კარგი დაწერა ჩემზე.

- მაინცდამაინც ფინეთზე რატომ შეაჩერე არჩევანი, საქართველოში თავის დამკვიდრება გაგიჭირდა?

- საქართველოში თამაში აღარ მინდოდა, ევროპულ კლუბში მსურდა გადასვლა. აქ რომელიმე გუნდში კი მოვეწყობოდი, მაგრამ ყველა შემთხვევაში წავიდოდი აქედან. საქართველოს ჩემპიონატი უკან მიდის და არა - წინ. ვერ უმატებ როგორც ფეხბურთელი, ერთ ადგილს ტკეპნი, წინსვლის არაფერი გეტყობა.

- ისე, არც ფინეთის ჩემპიონატია დიდად გამორჩეული.

- ფინეთის ჩემპიონატი ბევრით აღემატება საქართველოსას. ჩვენში რამდენიმე გუნდია ფინანსურად სტაბილური და ძლიერი ფეხბურთელებიც მათ ჰყავთ. როცა სათამაშოდ გადიან, იციან, ვის მოუგებენ და ვის - არა, ანუ არიან გუნდები, რომლებსაც, იცი, რომ აუცილებლად მოუგებ.

- შეგედავები: ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოადგილოსან "სიონს" "მეტალურგმა" ქულა ძლივს აართვა, გორმა ზესტაფონში 4:0 მოიგო, "დინამომ" კი "ბაიასთან" წააგო.

- "სიონს" ფული არ აქვს, ზუგდიდიც გაჭირვებულია, ასეთი გუნდი რომ "დინამოს" მოუგებს, ჩემპიონატი წინ მიდის? "დინამოში" ისეთი პირობებია, თამაშს არ უნდა აგებდნენ, გორის "დილასთან" რომ თასზე გამოვარდები, რა უნდა თქვა ამაზე? იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ და არ მინდა, ეწყინოთ, მაგრამ რომელ წინსვლაზე ვილაპარაკოთ? ფინეთში მესამე ლიგის გუნდებსაც კი ისეთი მინდვრები და სტადიონები აქვთ, საქართველოში უმაღლესი ლიგის კლუბებს ენატრებათ. მით უმეტეს, ფინეთი ძალიან ცივი ქვეყანაა, ორი თვეა ზაფხული და ისიც ძალიანაც არ ცხელა. ვერ ნახავ გუნდს, ხარისხიანი მოედანი არ ჰქონდეს. ყველა პირობაა, ფეხბურთი ნორმალურად რომ ითამაშო.

- ცივ ქვეყანასთან ადაპტირება არ გაგიჭირდა?

- საერთოდ, სიცივის არ მეშინია, შეჩვეული ვარ და არც გამჭირვებია. აქ ყინვები მინუს 30-35 გრადუსამდეა. შარშან, მაისში, პირველად რომ ვითამაშე ფინეთში, თოვლი წამოვიდა.

- "ინტერში" როგორ შეგხვდნენ, რა ნომრით ითამაშებ?

- ძალიან კარგად შემხვდნენ, რამდენჯერმე ვივარჯიშე კიდეც. აქამდე 16 ნომრით ვთამაშობდი, ახლა კი 10 ნომერი მსურს და, მგონი, ასეც იქნება.

- პირველ ლიგაში 25 გოლი გაიტანე და ბომბარდირი გახდი, შემდეგ "იაროშიც" გამოიჩინე თავი, თუმცა ნაკრებში... ფინეთის ჩემპიონატი სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებს?

- რთული კითხვაა. ეტყობა, არ ვიმსახურებ გამოძახებას. ფინეთში რომ წავედი, აქ ამბობდნენ, ვერ ითამაშებსო. პირველი ლიგის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი რომ გავხდი, პირველი ლიგა რა არისო. გადავედი უმაღლესში, იქაც გავიტანე და, ახლა ფინეთის უმაღლესი ლიგა რაღააო.

მოკლედ, სადაც თამაში დავიწყე, ის ლიგა არ ვარგებულა, იტალიაში რომ წავიდე და იქ გავიტანო, მაშინაც იტყვიან, იტალია არ ვარგაო.

- 29 წლის ხარ, რა პერსპექტივას ხედავ, დარჩები ფინეთში?

- 30-ს რომ გადავაბიჯებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთის თამაში აღარ შემეძლება. მთავარია, რეჟიმში იყო და სპორტულად იცხოვრო, ასე 35 წლისაც კი ითამაშებ. ფინეთიდან წამოსვლას არ ვაპირებ, თავს კარგად ვგრძნობ და ვითამაშებ, სანამ შემეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
შესაძლოა, ქართულმა გუნდმა ზოგჯერ მართლაც მოუგოს ფინურს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ უპირობოდ მოუგებს და 10-დან 5-ს მაინც. ჩემპიონატების დონეების შესადარებლად რეიტინგს ჩახედეთ. წელს პუკი ფინეთიდან პირდაპირ შალკეში გადავიდა და დუბლიც ხია ბოლო ტურში. ბუნდესლიგაში და სხვა (ჰოლანდია...)ლიგებში რეგულარულად გადადიან ფინური ლიგიდან. ანუ, ფეხბურთელისთვის იქ თამაში ჯობია.
tokia
baia kai gundia mara modi da inglisis chempionats da birmingebs nu shevedrebit martla ro gvgonia win midis chempionati imito xart mag dgeshi genacvale aba baqoshi tamashs ro axalgazrda bichi iocnebebs (ramdeni vii eseti )baqo azerbaijani chven 2 tavit gvjobia es simartelea,somxetzexo agar unda laparaki eger kinagam gavidnen jgufidan chven kide........vai amat patrons......
vano
daviti ამათმა ხომ დაბდღვნეს ჩვენ 2 გუნდი გვყავდა პლეიოფში 1 მესამე ეტაპზე ამათ 1 გუნდი პლეიოფში და ვსოო... განსხვავებას ვერ ხედავ თუ არ გინდა დაინახო??? ჩვენ ჩემპიონატს ბევრი ალმაცერად უყურებს თან არ დაგავიწყდეს ბერძნულ გუნდს როგორ ვეთამაშეთ ... ბაიას წინა სეზონში ქონდა ფინანსური პრობლემები მაგრამ ეგეთი რაღაც ყველგან ხდება ინგლისის პრემიერ ლიგაში გაკოტრდა ბირმინგემი და რა მოხდა საქართველოში რომ ბაია გაკოტრდეს მაგრამ ხო ხედავ ეხლა რა ბიჭები ყავს დაიხევს ნებისმიერ ფინურ გუნდს ზუგდიდის ბაიაც კი
daviti
აბა,მაგრათ ვითამაშეთ ევროტურნირებზე წელს,"ქვა-ქვაზე" არ დავტოვეთ მოლდოვური და ისლანდიური კლუბებიდან,ოღონდ როგორც კი ევროპული მაშტაბით,საშუალოზე-საშუალო კლუბებს შევხვდით,დავამთავრედ კიდეც წლევანდელი ევროპული ეპოპეა.ნაკრები ხო პროგრეს განიცდის და "დაფრინავს"...ხალხო,ეს კაცი,ძალიან კარგ ევროპულ ქვეყანაში,ნორმალურ საფეხბურთო პირობებში თამაშობს და ცხოვრობს და რა გიკვირთ თუ მარტვილის ყანაში,ფოთის,გორის,ბოლნისის და ცხინვალის კლუბები რომ თამაშობენ ასეთ სტადიონებზე და გარემოში თამაშშს იქ თამაში ურჩევნია.შარშან ცხინვალის სპარტაკის თამაში ვნახე თემქის სტადიონზე,უმაღლესი ლიგის შეხვედრების ასეთ სტადიონზე ჩატარება სირცხვილია უბრალოდ.არც ის მგონია ფინეთში,უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები იმ მოტივით არ გადიოდნენ სავარჯიშოდ და სათამაშოდ,გვშია და სამგზავრო ფული არ გვაქვსო,როგორც ბაიაშია ახლა,არც სხვა ბევრ კლუბს ულხინს მანდამაინც(ბოლნისს,ფოთს)აი ასე "წინ" მიიწევს ჩვენი ჩემპინატი. პ.ს.სპარტაკს ერთი აფრიკელი თავდამსხმელი ყავს(წინა სეზონის ბოლომდე ყავდა ყოველშემთხვევაში)წლებია უკვე,ის რომ გუნდში გეყოლება და კორღალიძს დაიწუნებ,ეგ ჩემი აზრით კლუბის პრობლემაა და არა ლევანის.შსაბამისად,გასულ სეზონში გავარდა და რეგლამენტი მაგათ დასატოვებლად შეცვალეს,ამ სეზონშიც იმ ადგილზე არიან რასაც იმსახურებენ.
tokia
martalia ert adgilas tkepni aq ver umateb veranairad.am chempionats ebimieri evropis chempionati jobia da amas arunad bevri laparaki exal ra dinamo vinebtn agebs ra zestafoni kai ra sada banaobt? memgoni 12354315135 adgilzea chveni nakrebi da chempionati xo vafshe raaa
GIA
გეთანხმებით, საქართველოს ჩემპიონატის დონე გაზრდილია. ამას ადასტურებს წლევანდელი ევროტურნირები, რომელზეც ჩვენი გუნდები ცუდათ არ გამოსულან. თვალს ვადევნებ ცემპიონატის მატჩებს და შესრულების დონე მაღალია. ნაკრებშიც სულ უფრო მატულობს საქართველოს ჩემპიონატზე მომაწილე ფეხბურთელები.
looool
შედარებაც არ შეიძლება საქართველოს ჩემპიონატთან წინა წელს კორღალიძეც ეგრე იძახდა მოლდოვის ჩემპიონატზე და კი ჩაუდო დინამომაც და ზესტაფონმაც მოლდოვურ გუნდებს (ეხლა კიდევ ცხინვალის სპარტაკიც აღარ იყვანს მაგ სიტყვების გამო) ნეტავ ამ ზაფხულს ფინურ გუნდს შეხვდეს რომელიმე ქართული გუნდი რომ დაახევს ბურთს თავზე მერე სხვანაირად ლაპარაკობთ ჯერ აზერბაიჯანი აიჩემეს მერე მოლდოვა ეხლა ფინეთი ... ეტყობა შენ არცერთმა ქართულმა გუნდმა არ აგიყვანა და მაგიტომ ლაპარაკობ ეგრე
Burton
რა უაზრო შედარებაა... იტალიაში რომ გადახვიდე, ვინ ოხერი იტყვის იტალია რა ლიგააო? მაგრამ როცა ფინეთის გინდაც პირველ, ან მეორე ლიგაში თამაშობ... დარწმუნებული ვარ, დინამოც და ზესტაფონიც ტურკუს ინტერს ფორით მოუგებენ.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!