საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩებს უცხოეთიდან მოწვეული მსაჯები მოემსახურებიან
15 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბესიკ ლიპარტელიანს და სუპერლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც ვარძელაშვილმა და ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით გაკეთებულ რამდენიმე ცვლილებაზე აცნობეს.

ლადო ვარძელაშვილი: "გადავწყვიტეთ, რომ სუპერლიგა გაუქმდეს და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება კალათბურთის ფედერაციამ უზრუნველყოს. ახალი სეზონიდან კი შეიქმნება "კალათბურთის ლიგა", რომელიც ჩემპიონატის ჩატარებაზე იზრუნებს. ცვლილებები რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - საგრძნობლად გაძლიერდა ჩემპიონატი, რასაც სათანადო მსაჯთა კორპუსი სჭირდება. ამისთვის, უცხოეთიდან მოვიწვევთ მსაჯებს, რომლებიც ყველა თამაშს განსჯიან, დამხმარეებად კი ქართველები ეყოლებათ.

პარალელურად მოხდება ქართველი მსაჯების გადამზადება, მათი უცხოეთში გაგზავნა და სემინარებზე დასწრება. ეს ყველაფერი ჩემპიონატის კიდევ უფრო ამაღლებას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მკაცრად დაისჯება თითოეული კალათბურთელი თუ მსაჯი, რომელიც დაწესებულ ნორმებს გადასცდება. ამ ყველაფერმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს განვითარების და გაძლირების საშუალება უნდა მისცეს. იზრუნოს როგორც მთავარ, ისე ასაკობრივ გუნდებზე".

ბესიკ ლიპარტელიანი: "ჩემპიონატის ჩატარებაზე კალათბურთის ფედერაცია იზრუნებს. მსაჯებს უცხოეთიდან მოვიწვევთ, რათა ხარვეზები მაქსიმალურად შევამციროთ. ყველა თამაშს უცხოელი მსაჯი განსჯის, დამხმარე კი ქართველი იქნება, მითუმეტეს, რომ გვყავს 3 მაღალი დონის სპეციალისტი, რომლებსაც არაფერი დაეწუნებათ. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

msy.gov.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა