სენსაცია არ შედგა - თურქებმა დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერეს და ჯგუფში პირველობა განიმტკიცეს
მატჩის წინ "არმიას" კალათბურთელებისთვის რომ გეკითხათ, თურქეთში "ბეშიქთაშის" კალათში 82 ქულის მოთავსება დაგაკმაყოფილებთ თუ არაო, დადებითი პასუხი არ დააყოვნებდა.

ასეთი გუნდის წინააღმდეგ 82 ქულის მოგროვება ხუმრობა როდია?! თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა შეტევაში კარგი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

არადა, სტატისტიკაც პოზიტიური იყო: არმიელებმა 47-დან 27 ორქულიანი (57.4 პროცენტი), 27-დან 8 სამიანი ჩააგდეს. ეს, პირველ რიგში, "არმიას" კალათბურთელთა მაღალი კლასის შედეგია. ბეშიქთაშელთა კლასს არ იკითხავთ - 43-დან 30 ორქულიანი და 23-დან 9 სამქულიანი გამოიყენეს, საერთოდ კი 103 ქულამდე ავიდნენ. ამერიკელმა ვარსკვლავმა დერონ უილიამსმა სრულად გამოამჟღავნა შესაძლებლობები, ეფექტური დრიბლინგებითაც დაგვამახსოვრა თავი, პასებითაც და სამქულიანებს მაინცდამაინც მაშინ აგდებდა, როცა "არმია" სხვაობას მეტ-ნაკლებად ამცირებდა. მის ანგარიშზე 31 ქულა და 6 პასია. აკი დაწერა გამოცემა "ევრობასკეტმა" - "ბეშიქთაშის" მაისურით უილიამსმა საუკეთესო მატჩი სწორედ ქართველებთან ჩაატარაო.

ფარქვეშ სემიჰ ერდენს უილიამ ტომასი და იოაკიმ შელბომი ებრძოდნენ. თურქმა 20 ქულა ჩააგდო, ხოლო "არმიას" მეფარეთა დუეტმა ჯამში 32 ქულა მიითვალა. მესამე პერიოდში ტომასმა ჩატენვა ჩატენვას მიაყოლა და 17-ქულიანი ჩამორჩენა შვიდამდე დაიყვანა. უილიამმა ერთ ეპიზოდში მონდომებით ჩატენა, შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და მსაჯებისგან ტექნიკური შენიშვნა დაიმსახურა.

პერიმეტრიდან ჯერემი რიჩარდსონი ისროდა ზუსტად - 8-დან 4 სამქულიანი, ხოლო შეტევათა წარმართვა სანდიატა გეინსს როგორ გამოსდის, ამას მის მიერ მოგროვილი პასების რაოდენობით მიხვდებით - 8.

აქამდე მხოლოდ შეტევაზე ვლაპარაკობდით. წაგება კი დაცვაში სუსტი თამაშის ბრალია. ისევე როგორც "არმია", ასევე "ბეშიქთაში" ძირითადად ხუთი კალათბურთელის იმედადაა და ორივე გუნდი ხისტ თამაშს ერიდებოდა, რათა რომელიმე ლიდერს ხუთი ჯარიმა არ მიეღო და მოედანი ნაადრევად არ დაეტოვებინა.

ასეა თუ ისე, სენსაცია არ შედგა - "ბეშიქთაშმა" დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერა და ჯგუფში პირველი ადგილი განიმტკიცა. თავის მხრივ ჰოლანდიურმა ლეიდენმა გერმანიაში "გოტინგენი" დაამარცხა და "არმიას" დარად თითო მოგება წაგება მოუგროვდა. მომდევნო ტურში სწორედ ჰოლანდიელები გვეწვევიან. მატჩი 22 ნოემბერს სპორტის სასახლეში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Temo
ჩვენი და მათI სათადარიგოების ქულები 25-5ზე იყო თურქების სასარგებლოდ. დასკვნა ჩვენმა სათადარიგოებმა ვერ ივარგეს ან მწვრთნელი შეცდა
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა