"ბოკეს" ახალი მწვრთნელის უმთავრეს კანდიდატებად რასი ერასმუსი და ალისტერ კუცია მოიაზრებიან
სამხრეთ აფრიკული რაგბი ეპოქალური არჩევანის წინაშე დგას. ოთხი წლის წინათ "ბოკეს" თავკაცად ენაჭარტალა და ბრიყვი პიტერ დე ფილიერსის დანიშვნამ ამ ნაკრების რეგრესი გამოიწვია. გუნდი, რომელსაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე ორი ერთნაირად ძლიერი შემადგენლობის გამოყვანა შეეძლო, ახალ ზელანდიაში მეოთხედფინალს ვერ გასცდა.

ცხადია, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დადგა დღის წერსიგში ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

დე ფილიერსმა თავად განაცხადა, კონტრაქტი ისედაც მიმთავრდება და უნდა წავიდეო. ამ განცხადებიდან ორიოდ კვირა არ იყო გასული, რომ თქვა:

"არასწორად გამიგეთ, არსად წასვლა არ მინდა. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიმიყვანია".

რა საქმეს გულისხმობს დე ფილიერსი ძნელი სათქმელია. სამხრეთაფრიკული რაგბის განადგურებას? ვერ გეტყვით, სად იყურება სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი, მაგრამ ახლახან ცნობილი გახდა, რომ მან დე ფილერსს უჩუმრად, რამდენიმე თვით გაუხანგრძლივა ხელშეკრულება. პიტერი ახლა ნაკრების მესაჭე იანვრის ბოლომდე იქნება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იანვრის ბოლომდე ვერ გავიგებთ "ბოკეს" ახალი მწვრთნელის ვინაობას. მუშაობის გაგრძელების სურვილი, როგორც უკვე ვთქვით, პიტერ დე ფილიერსსაც აქვს. ამასთან უმთავრეს კანდიდატებად მოიაზრებიან რასი ერასმუსი და ალისტერ კუცია.

ერასმუსი ვესტერნ პროვანსის რაგბის დირექტორია, კუცია კი ამ რეგიონის მთავარი გუნდის, "სტორმერზის" მთავარი მწვრთნელი, რომელმაც კეიპთაუნური გუნდი ზე რაგბის გათამაშებაში შარშან ფინალში გაიყვანა, წლეულს კი ნახევარფინალამდე მიაღწია.

კუცია, ყველა მონაცემით ნომერ პირველი კანდიდატია. მას შესანიშნავი სამწვრთნელო კარიერა აქვს. 2007 წლის მსოფლიოს თასზე, სადაც "ბოკე" ვებ ელისის თასს დაეუფლა, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო. ჯეკ ვაითის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის ყველაზე რეალურ კანდიდატურად სწორედ ალისტერი მოიაზრებოდა.

ამასთან ერთად, პიტერ დე ფილიერსისგან განსხვავებით, კუციას შესანიშნავად ეხერხება მასმედიასთან ურთიერთობა. თუ ის დიპლომატიურად ჯოჯოხეთში გაგაგზავნით, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ალალად სურს მგზავრობისას სიამოვნება მიიღოთ.

უცნაურია, რატომ არ ფიგურირებს "ბოკეს" სავარაუდო თავკაცთა სიაში პრეტორიის "ბლუ ბულზის" თავკაცი ფრანს ლუდეკი, რომლის სამწვრთნელო გზა თასებითაა მოფენილი. თუმცა იქმნება ისეთი შეგრძნება, რომ მან მხოლოდ კარგად ისარგებლა იმ სტრუქტურით, რომელიც "ბლუ ბულზში" ჰეინკე მეიერმა შექმნა. თვითონ მეიერიც სავარაუდო კანდიდატია, თუმცა უცნობია, მოისურვებს თუ არა ის ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა იკისროს.

ფოტო: ალისტერ კუცია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა