ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯერარდი საფრთხის წინაშეა

ჯერარდი საფრთხის წინაშეა

„ლივერპულის“ კაპიტანი, 31 წლის სტივენ ჯერარდი შესაძლოა ფეხბურთიდან ისე წავიდეს, რომ ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდეს
„ლივერპულის“ კაპიტანი, 31 წლის სტივენ ჯერარდი შესაძლოა ფეხბურთიდან ისე წავიდეს, რომ ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდეს. მოგეხსენებათ, მას, ბოლო დროს, ხშირად აწუხებს ესა თუ ის ტრავმა. მართალია, „ენფილდ როუდის“ გმირი მკურნალობს და ყველა ღონეს ხმარობს მოედანს რაც შეიძლება მალე რომ დაუბრუნდეს, მაგრამ გამოჯანმრთელებამდე ჯერ შორია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჯერარდის ყველაზე დიდი ოცნება „ლივერპულის“ შემადგენლობაში პრემიერლიგის ტიტულის მოპოვებაა. ასაკი და ჯანმრთელობა მას აფიქრებინებს, რომ არცთუ შორეულ მომავალში შესაძლოა ფეხბურთის თამაშისთვის თავი დანებება მოუწიოს და თუ მართლა ასე მოხდა, მისი ჯილდოების ოთახში ერთი კუთხე ცარიელი დარჩება.

„ეს ფიქრი ყოველდღე მიღრღნის ტვინს, — ამბობს კაპიტანი — წარმომიდგენია, როგორ გამიხარდება თუ ოცნებას ავიხდენ და როგორ დამწყდება გული, ფეხბურთისთვის თავის დანებება ჩემპიონის ტიტულის გარეშე თუ მომიხდება. იმ დროისთვის, როდესაც კარიერას დავამთავრებ, სავარაუდოდ, „ლივერპულში“ 14-15 წელიწადი მექნება ნათამაშები. სირცხვილიც კია, ასეთი გამოცდილებისა და წარსულის ადამიანი არასდროს იყო პრემიერლიგის ჩემპიონი“.

მიმომხილველები წერენ, რომ ოცნების ასახდენად ჯერარდს სულ მცირე ერთი წლის მოცდა ნამდვილად დასჭირდება. საქმე ის არის, რომ მიმდინარე სეზონში მერსისაიდელები არ გვანან გუნდს, რომელიც ჩემპიონობას შეძლებს. დღეისათვის მათ ცხრილში მეექვსე პიზიცია უკავიათ, ლიდერი, „მანჩესტერ სიტი“ კი 12 ქულით უსწრებთ. არც თავად ჯერარდს აქვს საქმე კარგად. აშკარად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ჯერჯერობით მხოლოდ ოთხ შეხვედრაში აქვს ნათამაშები — საზარდულის ოპერაციამ სეზონის დასაწყისში, სექტემბრის ბოლომდე მოედანზე ფეხი შედგმის საშუალება არ მისცა. მერე იყო და, ზედ ინფექციაც დაერთო...

თუმცა, კაპიტნის ცხოვრება მხოლოდ მუქ ფერებშიც არ უნდა წარმოვიდგინოთ. ის ამბობს, რომ ძალიან მოსწონს კენი დალგლიშისეული ახალი „ლივერპული“. ეს გუნდი მომდევნო წლებში აშკარად იტყვის თავის სიტყვას ინგლისურ ფეხბურთში.

„ჩემმა კარიერამ იმ ეპოქაში ჩაიარა, როდესაც პრემიერლიგის ტიტულს ოთხი-ხუთი გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს. ყოველთვის გვიწევდა ბრძოლა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „არსენალთან“, „ჩელსისთან“, რომელთაც ამ ბოლო დროს „ტოტენჰემ ჰოთსპური“ და „მანჩესტერ სიტი“ დაემატნენ. ადრე, 1970-80-იან წლებში კი „ლივერპული“ ის გუნდი იყო, რომელიც სხვებს ახლოს არ აჭაჭანებდა. იმხანად ინგლისის ჩემპიონატი პირველივე ტურიდან ერთი ცხენის დოღს ჰგავდა.

დღეს, ჩვენი გუნდი გაძლიერდა. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ასეთი ძლიერები არც ვყოფილვართ. მოკლედ, წარმატებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და ახლა ჯერი თავად წარმატებაზეა მიმდგარი. „ლივერპულში“ მოთხოვნა ძალიან მაღალია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ყოველ ტურში საუკეთესო ფორმაში იყოს და ისე გავიდეს სათამაშოდ. მეც სწორედ ამას ვცდილობ მატჩიდან მატჩამდე, წლიდან წლამდე. ასევე იქცევიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც სათამაშოდ „ენფილდზე“ მოდიან.

ენდი ქეროლი და ლუის სუარესი თავს ჯერ კიდევ ახალწვეულებად გრძნობენ, რადგან წლის დასაწყისში, შუა სეზონში მოვიდნენ. ზაფხულზე მათ დაემატნენ ჩარლი ადამი, ჯორდან ჰენდერსონი, სტიუარტ დაუნინგი, კრეიგ ბელამი, ხოსე ენრიკე, დონი და სებასტიან კოატესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი მათგანი ბრიტანელია, რომელთათვისაც პრემიერლიგა მშობლიურია და არც ოსტატობით ჩამოუვარდებიან სხვებს“.

კვირას „ლივერპული“ „ჩელსის“ ხვდება. ამ შეხვედრაში ჯერარდი მონაწილეობას, რასაკვირველია, ვერ მიიღებს, მაგრამ „წითლები“ იმედოვნებენ, რომ ჯეიმი კარაგერი და ლუის სუარესი ეყოლებათ მწყობრში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა