„არსენალის“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, 28 წლის რობინ ვან პერსი წარმატებული კარიერისთვის „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს უხდის მადლობას
„არსენალის“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, 28 წლის რობინ ვან პერსი წარმატებული კარიერისთვის „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს უხდის მადლობას. მიმდინარე ჩემპიონატში ვან პერსიმ 11 ტურში 11 გოლი გაიტანა და ასეთი შედეგით, რასაკვირველია, პრემიერლიგის ბომბარდირთა სიას ლიდერობს. თუ დროს სეზონების მიხედვით კი არა, ასტრონომიული პრინციპით გავყვებით, ვნახავთ, რომ ჰოლანდიელის შედეგი კიდევ უფრო უნიკალურია: „ვესტ ბრომვიჩთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში მას ბოლო 28 შეხვედრაში 29-ე გოლი გაუტანია.

ვან პერსი ამბობს: „ბედის მადლიერი ვარ არსენ ვენგერი რომ გამაცნო. 20 წლის ვიყავი, როდესაც მან მნახა და მკითხა: რატომ არ ხარ მსოფლიო კლასის თავდამსხმელი? მე რაღაც მიზეზები დავუსახელე. წადი და კიდევ უფრო კარგად დაფიქრდი, მიპასუხა მან. რამდენიმე წელიწადი რომ გავიდა, კვლავ მკითხა: ახლა ხარ მსოფლიო კლასის ფეხბურთელი? არა მგონია, ვუპასუხე მე. მაშინ, კიდევ დაფიქრდი და მიხვდი რატომ არ ხარ, გაიმეორა ვენგერმა და... მას მერე რაღაც-რაღაცების მიხვედრა დავიწყე. ის კი მთელი ამ ხნის განმავლობაში პატარ-პატარა რჩევებს მაძლევდა. მკარნახობდა, როგორ უნდა გამეუმჯობესებინა თამაში. ბოლოს უკვე, ყოველ კვირაში უბრუნდებოდა ჩემი

საუკეთესოობის თემას. მაიძულებდა ყოველ ჯერზე რაღაცას მივხვედრილიყავი, ნაბიჯი გადამედგა წინ“.

სულ, 2004 წლის მაისის შემდეგ ანუ იმ დღიდან, რაც 2,75 მილიონ ფუნტად ჩრდილოლონდონელებმა ის „ფეიენოორდისგან“ იყიდეს, რობინ

ვან პერსიმ 246 შეხვედრაში 108 გოლი გაიტანა.

ჰოლანდიელი დასძენს: „ხალხს ჰგონია, რომ მე მომავალ შეხვედრაშიც გავიტან, რადგან წინა შეხვედრებში გავიტანე, არადა ასე მარტივად არ არის საქმე. ყოველ გოლს თავისებური მომზადება და ამოხსნა უნდა. მეორე მხრივ კი შეუდარებელი შეგრძნებაა, როდესაც თამაშში სულ ერთი-ორი შანსი გეძლევა, მაგრამ შენ ამით სარგებლობ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა