ინგლისის ჩემპიონს იმედი აქვს, რომ ამ უქმეებზე გაძლიერდება — მოედანს ეშლი იანგი და ტომ კლევერლი უბრუნდებიან
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ხმაურიანი მეზობლის, „სიტის“ ჩრდილქვეშ მოექცა და ამას ვერ ეგუება. ინგლისის ჩემპიონს იმედი აქვს, რომ ამ უქმეებზე გაძლიერდება — მოედანს ეშლი იანგი და ტომ კლევერლი უბრუნდებიან. ამ ორი ფეხბურთელის სახელი სეზონის დასაწყისში ყველას პირზე ეკერა. „იუნაიტედი“ შთამბეჭდავად თამაშობდა და ყველა მის დაუსრულებელ ლიდერობას ელოდა, მაგრამ კლევერლი და იანგი დაშავდნენ, რამაც, რასაკვირველია, სიტუაციის შეცვლაში თავისი როლი ითამაშა.

22 წლის კლევერლის 10 სექტემბრის მერე პრემიერლიგის შეხვედრაში მოედანზე ფეხი აღარ დაუდგამს — ამ დღეს მან „ბოლტონთან“ შეხვედრაში კოჭი დაიზიანა. ერთი ხნის წინ ეგონათ, რომ ნახევარმცველი გამოჯანმრთელდა და „ქარლინგის თასზე“ „ოლდერშოტთან“ შეხვედრაში ათამაშეს კიდეც, მაგრამ კლევერლიმ ნატკენი ადგილი გაიმიზეზა და კიდევ ორი ტურის გამოტოვება მოუხდა.

26 წლის იანგი კი 29 ოქტომბერს, „ევერტონთან“ თამაშის წინ, ვარჯიშზე დაშავდა. ეს ტრავმა მას ინგლისის ნაკრების ორი შეხვედრის გამოტოვებად დაუჯდა. მოგეხსენებათ, ეს ფეხბურთელი „იუნაიტედმა“ „ასტონ ვილასგან“ 16 მილიონ ფუნტად შეიძინა. ის საოცრად მოერგო ახალ გუნდს.

იანგმა ვარჯიში გასულ კვირაში განაახლა. უელსში, „სუონსისთან“ სათამაშოდ მიმავალ „იუნაიტედს“ იმედი აქვს, რომ საგოლე პასების გადაწოდებისა და გოლების გატანის ოსტატი გუნდს ცხრილში ჩამორჩენის დაძლევაში დაეხმარება. საეჭვოა ამ შეხვედრაში 20 წლის დენი უელბეკის თამაში. მან ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, ესპანეთთან კუნთი დაიზიანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა