ქუთაისელთა მცველი ყოფილი და ამჟამინდელ კლუბების დაპირისპირებაზე საუბრობს
თენგიზ ჩიკვილაძე გასული სეზონის პირველ ეტაპზე თბილისის "დინამოში" თამაშობდა, შარშან, იანვარში კი ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა და ახლა ყოფილი და ამჟამინდელი კლუბების დაპირისპირების მოლოდინშია...

- ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში ბევრი საინტერესო დაპირისპირებაა. მაგალითად, "ზესტაფონთან" ჩვენი შეხვედრები მაყურებლებში არანაკლებ ინტერესს იწვევს და იმერული დერბი ძალიან პრინციპული გახდა. თუმცა "ტორპედო"-"დინამო" მაინც გამორჩეულია და გულშემატკივრებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

იმედია, ხალხის მოლოდინს გავამართლებთ და ლამაზ და დაძაბულ თამაშს ვაჩვენებთ.

სხვათა შორის, ყოფილი დინამოელი კი ვარ, მაგრამ ამ კლუბის ფორმით "ტორპედოს" წინააღმდეგ არასოდეს მითამაშია, რადგან ჩემი დღევანდელი გუნდი მაშინ პირველ ლიგაში თამაშობდა. ჩვენებურ "კლასიკოში" მხოლოდ ქუთაისში გადასვლის შემდეგ მივიღე მონაწილეობა - პირველივე შეხვედრაში შინ "დინამოს" 1:1 რომ ვეთამაშეთ, გოლიც გავუტანე.

- ამ მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებით?

- სხვათა შორის, არა, რადგან ყველა გუნდთან მოედანზე ერთნაირად მობილიზებულები გავდივართ. საფეხბურთო კანონია, მეტოქის დაუფასებლობის შემთხვევაში წაგება არ აგცდება. თუმცა "დინამოსთან" შეხვედრის წინ ამაზე ლაპარაკი ზედმეტიცაა, მეტოქე ძლიერია და ისედაც მობილიზებულები ვიქნებით.

ამ შემთხვევაში მთავარი იქნება განწყობა, მოედანზე ვინ როგორ გავა. ორივეს განსხვავებული სტიმული გვაქვს: "ტორპედომ" ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, "დინამოს" კი, პირიქით, დიდი ხანია, არ მოუგია, მოტივირებული იქნება და ქომაგების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება. ჩემი აზრით, შანსები 50/50-ზეა.

- განახლებულ ეროვნულ სტადიონზე ითამაშებთ და თქვენს განწყობაზე, ალბათ, ესეც იმოქმედებს.

- ეს "დინამოსთვის" იქნება დამატებითი სტიმული, რადგან, ფაქტობრივად, სტადიონი ხელახლა გაიხსნება - კარგი მინდორი, კარგი ატმოსფერო და პირდაპირი ტელერეპორტაჟი მართლაც ბევრს ნიშნავს. გავიგეთ, რომ ეროვნულ სტადიონზე საუკეთესო საფარი დააგეს და ეს ძალიან მახარებს. სულ ვამბობდი, რომ ხარისხიანი საფარი კარგი ფეხბურთის საწინდარია და მჯერა, მაყურებელს იმედებს გავუმართლებთ.

- ფსიქოლოგიურად "ტორპედო" უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან თქვენ პირველობას არ გთხოვენ, "დინამოსთვის" კი ყველა შედეგია ცუდია, ჩემპიონობის გარდა.

- ამაში გეთანხმებით. დანიშვნის შემდეგ გია გეგუჩაძემ თქვა კიდეც, რომ "ტორპედოს" მიზანი რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა, ამ მიზანს კი უკვე მივაღწიეთ. ასე რომ, "ეროვნულზე" ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლებმა უნდა ვითამაშოთ. მაგრამ "დინამო"-"ტორპედო" ისეთი მატჩია, შეუძლებელია, მღელვარება არ დაგეუფლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
ხშირად სტადიონის გახსნისას მასპინძელი აგებს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა