სამი ერის წლევანდელი გათამაშების დამთავრებამდე სამი მატჩიღა დარჩა, თუმცა გამარჯვებული უკვე ცნობილია. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგო და მეტოქეთათვის მიუწვდომელი შეიქნა...

სამი ერის წლევანდელი გათამაშების დამთავრებამდე სამი მატჩიღა დარჩა, თუმცა გამარჯვებული უკვე ცნობილია. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგო და მეტოქეთათვის მიუწვდომელი შეიქნა.

"ოლ ბლექსმა" იოჰანესბურგში, იქ, სადაც ერთი თვის წინ ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, "ბოკე" 29:22 დაამარცხა და სამხრეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდი გახდა.

სამხრეთაფრიკელებმა უმძიმესი დარტყმა მიიღეს. ახალ ზელანდიასთან ზედიზედ სამჯერ "ბოკეს" არასდროს წაუგია. მეტიც, მსოფლიოს ჩემპიონებს სამი ერის ოთხი მატჩიდან ოთხივეში ხელი მოეცარათ. განსკუთრებით მტკივნეულად განიცადა წაგება გუნდის კაპიტანმა ჯონ სმიტმა, რომელმაც "ოლ ბლექსთან" ამ მატჩში მე-100 კეპი მოიხვეჭა. სამხრეთაფრიკელთა ერთ-ერთ ლიდერს თვითგვემისთვის ის შეცდომაც ეყოფა, როცა ახალზელანდიელი შუამარბი მაა ნონუ გაექცა, რასაც ლელო მოჰყვა.

თამაში ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო. მეოცე წუთისთვის მგეზავებმა მორნი სტეინმა და დენ კარტერმა ორ-ორი საჯარიმო გაცვალეს - 6:6. "ოლ ბლექსს" არსად ეჩქარებოდა, მათთვის მაქსიმუმ შვიდი ქულით წაგებაც ხელსაყრელი იყო, რისთვისაც ერთ საპრემიო ქულას მიიღებდნენ და პირველობას გაინაღდებდნენ.

"ბოკე" მხოლოდ გამარჯვებას ეშურებოდა. სამხრეთაფრიკელთა თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა წარუმატებელი სერიისთვის წერტილის დასასმელად გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნადს გადაახალისა.

24-ე წუთიდან მოყოლებული, როცა მესამეხაზელმა სხალკ ბურხერმა ლელო გაიტანა - 13:6, "ბოკე" ნელ-ნელა უპირატესობას დაეუფლა, თუმცა შესვენებაზე მხოლოდ ორქულიანი უპირატესობით წავიდა. სტეინის საჯარიმოს კარტერმა საჯარიმოთივე უპასუხა. 37-ე წუთზედ კი "ოლ ბლექსის" პირველხაზელმა ტონი ვუდკოქმა ლელო მიითვალა, რომელიც კარტერმა ვერ გარდასახა - 14:16.

მეორე ტაიმის 25 წუთი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. მორნი სტეინმა კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და "ბოკე" რვა ქულით დააწინაურა - 22:14.

ეს ანგარიში 68-ე წუთამდე შენარჩუნდა. მასპინძლები დაცვაში, საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონის მისადგომებთან რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ. კარტერმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 17:22.

ანგარიშში სხვაობა საკმაოდ მყიფე გახდა. წესით, "ბოკე" უნდა გააქტიურებულიყო, რათა სტადიონზე მისული 94 ათასი მაყურებელი არ გაეწბილებინა, მაგრამ პირიქით კი მოხდა.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ორ წუთში, 78-ე და მე-80 წუთებზე ორი ლელო გაიტანა და იოჰანესბურგი ტრიუმფით მოიარა. თამაშის დამთავრებას ორი წუთი აკლდა, როცა საკუთარ ნახევარზე სამხრეთაფრიკელებმა ბურთი დაკარგეს. "ოლ ბლექსის" შუამარბი მაა ნონუ ჯონ სმიტს გასცდა, რამდენიმე მეტრი გაიარბინა და შებოჭეს, რაკიდან ბურთი სწრაფად მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე, კიდემდე ჩაათამაშეს, სადაც გარემარბის პოზიციაზე მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ აღმოჩნდა. მისი შეჩერება სამმა სამხრეთაფრიკელმა ვერ შეძლო. კარტერმა ვერ გარდასახა - 22:22.

ეს ანგარიში ახალზელანდიელებს ხელს აძლევდათ, მაგრამ "ოლ ბლექსი" რისი "ოლ ბლექსია," მიღწეულს დასჯერდეს. მორიგი და, როგორც გაირკვა, ბოლო შეტევა შეცვლაზე შესულმა ფულბეკმა იზრაელ დაგმა ლელოთი დაასრულა, კარტერი გარდასახვისას ამჯერად ზუსტად გაისარჯა - 29:22.

"ოლ ბლექსი" სამი ერის ჩემპიონია.

სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია 22:29

სამხრეთ აფრიკა (15-9) ეპლონი, პიტერსენი (ფან დერ ლინდე 68), დე იონგი, დე ფილიერსი, ჰაბანა, სტეინი, ჰუგარი (იანუარი 76) . (1-8) სტენკამპი, სმიტი (ლავი 58), დუ პლესი, ფან დერ მერვე (როსუ 70), მეტფილდი, ბურხერი, სმიტი, სპისი.

ლ: ბურხერი. 5ს,გ: სტეინი.

ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, ჯეინი, სმითი, ნონუ, როკოთოკო (დაგი 58), კარტერი, ქოუანი (ვიპუ 42). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ, ფრენქსი (აფოა 62), დონელი (ვაითლოქი 50), თორნი, კაინო (ვიტო 70), მაკქოუ, რიდი.

3ლ: ვუდკოქი, მაკქოუ, დაგი. 4ს,გ: კარტერი

მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ახ.ზელანდია 5 5 0 0 +72 23

2. ავსტრალია 3 1 0 2 -14 4

3. ს.აფრიკა 4 0 0 4 -58 1

სამი ერი

28 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

4 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის