"არსენალს" 19 წლის მარიო გიოტცეს ყიდვა უნდა და ამისათვის 30 მილიონი ფუნტი ანუ დაახლოებით 35 მილიონი ევრო სჭირდება
"არსენალს" გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, 19 წლის მარიო გიოტცეს ყიდვა უნდა და ამისათვის 30 მილიონი ფუნტი ანუ დაახლოებით 35 მილიონი ევრო სჭირდება.

ინგლისური ტაბლოიდებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ "მეთოფეები" ლონდონში დორტმუნტის "ბორუსიას" ვიზიტს თავიანთი ინტერესის დასაფიქსირებლადაც გამოიყენებენ - მოგეხსენებათ, "არსენალი" და "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაში ერთ ჯგუფში არიან.

ცნობილია, რომ ჩრდილოლონდონელებმა, გიოტცეს დასაზვერად, ბუნდესლიგის ბოლო ტურში ორი სკაუტი მიავლინეს. სკაუტებმა უყურეს, როგორ გაიტანა მათი დაკვირვების ობიექტმა "ბაიერნის" კარში გადამწყვეტი გოლი (თამაში დორტმუნდელთა გამარჯვებით, 1:0 დამთავრდა) და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გიოტცეს ყიდვა ფრიად სასურველია.

"არსენალის" აღმასრულებელი შეფი, აივან გაზიდისი და მოლაპარაკებათა სპეციალისტი, რიჩარდ ლოუ ამ კვირის განმავლობაში შეეცდებიან დორტმუნდელი კოლეგები პრინციპულ საკითხებზე დაიყოლიონ. მეორე საკითხია, რომ ამთავითვე ცნობილია - გერმანელები 35 მილიონ ევროს მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ აქამდე ყველაზე მეტი, რაც "მეთოფეებს" ფეხბურთელში გადაუხდიათ, ამ თანხის ნახევარი იყო - ასეთ ფასად ჩრდილოლონდონელებმა "ზენიტიდან", 2009 წელს, ანდრეი არშავინი იყიდეს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა