ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ისრები მოზიდულია, ვნახოთ რა იქნება...

ისრები მოზიდულია, ვნახოთ რა იქნება...

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ეროვნული ნაკრები უკვე კორეაშია, სადაც გუნდი სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლის
როგორც იქნა, სავიზო პრობლემების მოგვარების გაჭიანურებული პროცესი საბოლოოდ დამთავრდა და საქართველოს მშვილდოსან ქალთა ეროვნული ნაკრები უკვე კორეაშია, სადაც სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ ვარჯიშებზე აზიაში ხანგრძლივად წასვლა კორეელ მწვრთნელ ან ჰიუნ სანის იდეა იყო, რომელსაც იქ 2-თვიანი შეკრების გავლა სურდა, თუმცა მდგომარეობის ანალიზის შემდეგ ობიექტურ მიზეზთა გამო საბოლოოდ 1-თვიან ვარიანტზე შეჩერდნენ.

მწვრთნელმა თავის სამშობლოში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე და ნათია ცინცაძე წაიყვანა. ჩვენები ამ ერთი თვის განმავლობაში სეულში მშვილდოსნობის აკადემიაში ივარჯიშებენ. სწორედ იქ, სადაც თავის დროზე თავად ან ჰიუნ სანი ვარჯიშობდა და სწავლობდა.

ცხადია, პრაქტიკულ თუ თეორიულ მეცადინეობებში მისი მაშინდელი მასწავლებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ან ჰიუნ სანი შორეულ კორეაში საქართველოს დიდ პოპულარიზაციას უწევს.

მას თვითონაც იმდენად მოეწონა აქაურობა, მალევე მოინათლა მართლმადიდებლურად და ჯერ კიდევ ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად დამტკიცებამდე შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეების გასატარებლად სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში, ხოლო აქაურებმა სიმარტივისთვის ქართული სახელიც შეარქვეს - არჩი. ახლა სანი ნაცნობებში საქართველოს უნებლიე რეკლამას კორეაშიც უწევს და უახლოეს პერიოდში რამდენიმე მათგანის თბილისში ჩამოყვანასაც აპირებს. მათ შორის, იმ მწვრთნელთაგან ზოგიერთისაც, რომლებიც ახლანდელ შეკრებაზე ჩვენს გუნდთან იმუშავებენ.

როგორც საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა გვითხრა, მასპინძლებმა ჩვენს გუნდს სეულში ჩინებული სავარჯიშო თუ საცხოვრებელი პირობები დაახვედრეს. მან ნარიმანიძის სიტყვებიც გადმოგვცა, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთ კარგ პირობებში თუ შეიძლებოდა შეკრების გავლაო. კორეელმა მწვრთნელმა თავისი ხელი უკვე დაატყო ნაკრებს, რის დასტურადაც ესებუას მსოფლიოს ვერცხლიც გამოდგება. იმედია, ახლანდელი შეკრება გუნდს კიდევ უფრო წაადგება და ქართულ მშვილდოსნობაში დაწყებული სასიკეთო ძვრები მომავალშიც გაგრძელდა.

სამაგალითო და რეფორმატორი

ამ რეფორმებმა მედალი ხომ მოგვიტანა და თურმე უცხოეთში სხვა მხრივაც გაგვითქვა სახელი. სანიშვილი ახალი დაბრუნებულია ლოზანადან, სადაც მსოფლიო ფედერაციის (ახლა ასე ეწოდება მშვილდოსნობის საერთაშორისო გაერთიანებას) მიერ გამართულ სემინარში მონაწილეობდა, რომლის მთავარი მიმართულებაც ეროვნული ფედერაციების მარკეტინგი, მენეჯმენტი, პიარი და მსგავსი საკითხები იყო.

სანიშვილის თქმით, იქ თურმე არაერთხელ ახსენეს ჩვენი ფედერაცია, როგორც სამაგალითო და რეფორმატორი. სანიშვილმა ისიც გვითხრა, რომ თურმე მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს მასთან კორეელი მწვრთნელის შესახებაც უსაუბრიათ და გაკვირვება გამოუთქვამთ, კორეული ფედერაცია ამ დონის სპეციალისტის სხვაგან გაშვებას როგორ დათანხმდაო და მათი ეს ნაბიჯი გაუმართლებლად შეუფასებიათ.

კორეელების პრობლემა მათვე იდარდონ, ჩვენ კი კარგი მწვრთნელი მივიღეთ, ოღონდ კიდევ უფრო უკეთესი იქნება და საქმესაც ათმაგად წაადგება, სანის ჩამოყვანას ადგილობრივ მწვრთნელთა გადამზადებასაც თუ მიაბამენ. მით უფრო, რომ ის აქ ჩამოსვლამდე მსოფლიო ფედერაციაში სწორედ მწვრთნელთა ინსტრუქტორად მუშაობდა და სხვადასხვა ქვეყანაში მეცადინეობებსაც ატარებდა.

საქართველოშიც ამგვარად მოხვდა - საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ადგილობრივი ფედერაციის მიმართვის საფუძველზე მსოფლიო ფედერაციას სთხოვა, ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში მწვრთნელთა სემინარების ჩასატარებლად წამყვანი სპეციალისტი გამოეგზავნათ, მათ კი კორეელის კანდიდატურა შემოგვთავაზეს. მოგვიანებით, როცა ამ მწვრთნელის საქართველოს ნაკრების თავკაცად დანიშვნა გადაწყდა, ეროვნულ გუნდთან მუშაობის ნაცვლად ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მწვრთნელთა გადამზადებაც კვლავ დაუსახეს და ამ მხრივ მუშაობა მართლაც მიდის, მაგრამ ცოტა ტემპი თუ დაჩქარდება და მასშტაბებიც გაიზრდება, 2-3 წელიწადში მშვილდოსნობის გეოგრაფია კიდევ უფრო გაიზრდება, ანუ კონკურენციაც მოიმატებს.

ლობჟანიძე და პრობლემები

ამასობაში ისევ ღიად რჩება უკრაინიდან იულია ლობჟანიძის გადმოყვანის საკითხი. უფრო სწორად, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და განგაშის საფუძველი არ გვაქვს, საქმეს მხოლოდ ოფიციალური დასრულებაღა აკლია. შეგახსენებთ საქმის ვითარებას - გადმოსვლა ლობჟანიძის სურვილიცაა, მაგრამ მსოფლიო ფედერაციის დებულებიდან გამომდინარე, ოლიმპიადაში მის მონაწილეობას საფრთხეე შეექმნა.

გარკვეული შიში თუ გაუგებრობაც ამან გააჩინა, რადგან ლობჟანიძის უმთავრესი მიზანიც თამაშებში გამოსვლაა და თუ ამის საშუალება არ მიეცემა, ვაითუ, თავი შეიკავოსო. ამ დებულებით, სპორტსმენი სალიცენზიო ტურნირებში ახალი ქვეყნის სახელით მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ ერთი წელი მაინც არ არის იმ ქვეყნის მოქალაქე. ჩვენს შემთხვევაში ლობჟანიძე სწორედ ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს - დღესვე რომც მისცენ ქართული პასპორტი, ვადებში მაინც ვერაფრით ჩაეტევა.

ამის მიუხედავად, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი მაინც რჩება - საამისოდ ჩვენებმა გაისად სალიცენზიო ტურნირებში უნდა იყოჩაღონ.

მშვილდოსნობაში საგზურს ფედერაცია იღებს და მონაწილის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ აქ საქმეში კორეელი მწვრთნელის პირადი პოზიცია ჩაერია - მას არ სურს იმ მონაწილის შეცვლა, ვინც ლიცენზიას მოიპოვებს. ამაში მართლაც არის ლოგიკა - დაგვეთანხმებით, ასეთი სპორტსმენის ოლიმპიადაზე წაუყვანელობა მორალურად მართლაც არ იქნება გამართლებული.

მოკლედ, რომ არა მსოფლიო ფედერაციის დებულება მოქალაქეობის შეცვლის შესახებ, ლობჟანიძეს ჩვენს ნაკრებში გამოსვლაში ხელს ვერაფერი შეუშლიდა, რადგან უკრაინის სახელით ორი წელიწადი უცხოეთში არ უასპარეზია. ამდენად, სოკ-ის რეგლამენტი მოქალაქეობის შეცვლის შესახებ ვერ დააბრკოლებდა, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ახლა მთავარია, თვითონ ლობჟანიძემ არ იუაროს საქართველოში გადმოსვლა, თუმცა ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი - ოლიმპიადაზე თუ ვერ გამოვა, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე მონაწილეობას მაინც შეძლებს, რაისი პერსპექტივაც უკრაინის ძლიერ გუნდში ნაკლებად უჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს გუნდში ეს ლამის გარანტირებული ექნება. არადა, მისი დონის მშვილდოსანი ნამდვილად გაგვაძლიერებს.

ის ახლა მშობლიურ ლვოვშია, სადაც დაიბადა და დღემდე ცნობილ მწვრთნელ მონიკა სიმუნსთან ვარჯიშობს. ჩვენების შეთავაზება კვლავაც ძალაშია და წასვლის წინ საწინააღდეგო არც მას უთქვამს რამე. ლობჟანიძეს ნაახალწლევს დაუკავშირდებიან და ეს საკითხი საბოლოოდ გაირკვევა. აქვე გეტყვით, მსოფლიო ფედერაციის ის წესი რომ არა, ან ჰიუნ სანი კორეაში შეკრებაზე მის წაყვანასაც აპირებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?